მიხეილ თარხნიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
12.01.1897(ახალციხე) - 15.10.1958(რომი).
მიხეილ თარხნიშვილი თავის სამეცნიერო სფეროში დღესაც ითვლება მიხეილ თამარაშვილის შემდეგ საქართველოს ეკლესიისა და საეკლესიო ლიტერატურის ყველაზე ცნობილი მკვლევარად. დაიბადა ახალციხელი კათოლიკეების, სტეფანე თარხნიშვილისა და სალომე სეფიძის ოხაში. სწავლობდა სკრას სახალხო სკოლაში. რის შემდეგაც 1913 წელს
ქართველმა კათოლიკე ბერებმა მათი სამონასტრო სკოლაში ([[ფერი-ქოა]]) სასწავლებლად შეარჩიეს, რომელიც მდებარეობდა სტამბოლში. 1913-1917 წ. ამ ქართულ სამონასტრო სკოლაშია, 1917-1919 წ. კი გერმანელ ბენედიქტინელთა ეტალის ცნობილ სააბატოში სწავლობს. 1919 წელს ხანმოკლე ყოფნა თბილისში, რაც მისი ბოლო ყოფნა იქნება საქართველოში. 1919-1924: კვლავ სტამბოლში. 1924-1929 წლებში გადის ავსტრიაში, წმ. გაბრიელის საღვთო სიტყვის საზოგადოებაში ფილოლოგიისა და ფილოსოფიის კურსს, ხოლო 1930-1933 წლებში რომშია, პაპის აღმოსავლეთის ინსტიტუტში, რომელსაც ასრულებს თეოლოგიის დოქტორის ხარისხით. მღვდლად ეკურთხა 1931 წლის 6 აგვისტოს რომის მახლობლად. 1934-1936 წლებში სასულიერი მოძღვარი ქართველი კათოლიკებისა ემიგრანტთა შორის ბელგიაში, გერმანიასა და საფრანგეთში.1936-1942 წ. ბენედიქტინელ ბერებთან ბაიერნში (ჯერ დეგენდორფში, შემდეგ მეტენში). 1942 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე რომში.მიხეილ თარხნიშვილის სამეცნიერო დამსახურებებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ქართული ლიტურგიული ტექსტების დამუშავება და გამოცემა, იტალიის წიგნთსაცავებში დაცული ქართული წყაროების აღმოჩენა და გამოქვეყნება, ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლების თარგმა და გამოქვეყნება. განსაკუთრებით გამოსაყოფია მისი გამოკვლევა პალესტინაში V. საუკუნის სამონასტრო კომპლექსის ქართული წარწერების შესახებ პალესტინაში, რომელიც იტალიენიტალიელმა არქეოლოგმა ვირჟილიო კორბომ აღმოაჩინა და მიხეილ თარხნიშვილი მიიწვია.