ანტონ ფურცელაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Dave-ის რედაქტირება გაუქმდა; აღდგა ბოლოს Zangala-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
596293 ცვლილების გაუქმება Zangala-ის მიერ (განხილვა)
ხაზი 11:
ახლო ნათესავის, დავით მირზაშვილის დახმარებით, ა. ფურცელაძე სამსახურს შოულობს, ეწყობა დავრდომილთა თავშესაფარში გადამწერლის თანამდებობაზე. აქ იგი დიდხანს არ დარჩენილა. მალე [[თბილისი|თბილისში]] გადმოვიდა და რამდენიმე სემინარიელთან ერთად დაიქირავა ოთახი კალოუბნის ქუჩაზე (ახლანდელი ფურცელაძის ქუჩა). მისი ბინა მაშინდელი მოწინავე ახალგაზრდობის თავშესაყრელ ადგილად იქცა. ამ ახალგაზრდებმა შეადგინეს პატარა წრე, რომლის სული და გული იყო ა. ფურცელაძე. წრე მრავალი საზოგადოებრივი საკითხით იყო დაინტერესებული. წრის წევრები ამზადებდნენ და შეკრებებზე კითხულობდნენ რეფერატებს, პროგრესული მიმართულების რუსულ ჟურნალ-გაზეთებს, საზღვარგარეთულ გამოცემებს.
 
[[1861]] წელს ა. ფურცელაძე თანამშრომლობას იწყებს ჟურნალ “ცისკარში”. პირველ ხანებში, [[1861]]–[[1862]] წლებში, ის მეტწილად მთარგმნელობით მუშაობას ეწევა. იგი გულგრილი მაცქერალი არ ყოფილა [[მამებისა და შვილების ბრძოლა|მამათა და შვილთა ლიტერატურული პაექრობისა]], რომელიც “ცისკარში” დაიწყო [[1861]] წელს. ახალგაზრდა პუბლიცისტი გვერდში ამოუდგა “შვილებს” და მთელი თავისი შეგნებით ჩაება ბრძოლაში ძველი თაობის წინააღმდეგ.
 
“ცისკარში” თანამშრომლობის შეწყვეტის შემდეგ ა. ფურცელაძე “დროებაში” გადავიდა და გახდა მისი ერთ-ერთი აქტიური თანამშრომელი. [[1866]] წელს ა. ფურცელაძემ “დროებაში” გამოაქვეყნა მოთხრობა ''მართას'' რამდენიმე თავი.