ჭელიში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
 
No edit summary
ხაზი 1:
'''ჭელიში''', შუა საუკუნეების მონასტერი, კულტურულ-საგანმანათლებლო კერა დასავლეთ საქართველოში, [[რაჭა|რაჭაში]] (ახლანდელი [[ამბროლაურის რაიონი|ამბროლაურის რაიონის]] [[ნიკორწმინდა|სოფ. ნიკორწმინდის]] დასავლეთით 4-5 კმ-ზე). შემორჩენილია ეკლესიის ნანგრევები და ორსართულიანი სამრეკლო. ჭელიში წყაროებში პირველად XI საუკუნეში იხსენიება. მომდევნო ხანაში აქ სამონასტრო ცხოვრება მოიშალა. XVI საუკუნის 60-იან წლებში ჭელიშის ეკლესია განაახლა ეპისკოპოსმა [[მელქისედეკი|მელქისედეკმა]] (საყვარელიძემ) [[იმერეთის სამეფო|იმერეთის]] მეფის [[გიორგი II|გიორგი II-ის]] შემწეობით. [[1591]]-იდან ჭელიში ნიკორწმინდის ეპარქიაში შედიოდა, ხოლო [[1637]]-იდან - გელათის ეპარქიაში. XVIII საუკუნის II ნახევრიდან აქ სამონასტრო ცხოვრება მნიშვნელოვნად გამოცოცხლდა და XX საუკუნის 20-იან წლებამდე გრძელდებოდა. ჭელიშიში ინახებოდა მრავალი ქართული ხელნაწერი. მათ შორის მიკვლეულია [[მოქცევაჲ ქართლისაჲ|"მოქცევაჲ ქართლისაჲს"]] ჭელიშური ვარიანტი.
 
== ლიტერატურა ==
*''ბერაძე, თ.'', [[ქსე]], ტ. 11, გვ. 389. თბ., 1987
 
[[კატეგორია:ამბროლაურის რაიონი]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ხუროთმოძღვრების ძეგლები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჭელიში“-დან