საწნახელი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(ახალი გვერდი: '''საწნახელი''' — ყურძნის დასაჭყლეტი, დასაწნეხი, დასა...)
 
 
უძველესი კლდეში ნაკვეთი საწნახელები ელინისტური ხანით თარიღდება ([[უფლისციხე]], [[ზენითი]]), გვხვდება ადრინდელ და შუა ფეოდალურ ხანებშიც. უფრო მოგვიანებით, მეღვინეობის განვითარების უფრო მაღალ დონეზე, გაჩნდა დამოუკიდებელი მოწყობილობა — [[ჭაჭა|ჭაჭის]] მექანიკური საწნახელი. იგი უკვე [[ნიკორწმინდა|ნიკორწმინდის]] XI საუკუნის „დაწერილშია“ ნახსენები. აქვეა მოხსენიებული ხის საწნახელი, ქვითკირის „საწნეხი“ და ნაგებობა - "სასაწნელო". საწნახელს იშვიათად დღესაც იყენებენ. [[რაჭა-ლეჩხული|რაჭა-ლეჩხუმსა]] და [[იმერეთი|იმერეთში]] ტკბილის [[ჭაჭა]]ზე დადუღება ძირითადად საწნახელში ხდება. საწნახელში აყენებენ ასევე წყალნარევ, ე.წ. [[სახარაჯო ღვინო]]ს.
 
==ლიტერატურა==
*''ბოხოჩაძე ა. , მევენახეობა-მეღვინეობა ძველ საქართველოში, თბილისი, 1963;''
*''ფრუიძე ლ. , მევენახეობა და მეღვინეობა საქართველოში. ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით, წიგნი 1 - რაჭა, თბილისი, 1974;''
*''ჯავახიშვილი ივ. , მასალები საქართველოს ეკონომიკური ისტორიისთვის, წიგნი 1, ნაწილი 4, 5 - მეღვინეობა და მეხილეობა საქართველოში, თბილისი, 1964
 
[[კატეგორია:მეღვინეობა]]