ატმოსფერული წნევა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ატმოსფერული წნევა''', ჰიდროსტატიკური [[წნევა]], რომელსაც ყოველი საგანი განიცდის ატმოსფეროსაგან. ატმოსფერული წნევა ყოველ წერტილში დამოკიდებულია [[ჰაერი|ჰაერის]] სვეტის წონაზე, რომლის სიმაღლე ატმოსფეროს საზღვრამდე ვრცელდება.
 
ატმოსფერულ წნევას ზომავენ [[ბარომეტრი|ბარომეტრით]], გამოსახავენ [[მილიბარი|მილიბარებით]] (მბ), ნიუტონებით მ<sup>2</sup>–ზე (ნ/მ<sup>2</sup>–ზე) ან [[ვერცხლისწყალი|ვერცხლისწყლის]] სვეტის სიმაღლით ((მმ ვწყ. სვ.) [[სიმძიმის ძალა|სიმძიმის ძალის]] [[აჩქარება|აჩქარების]] ნორმალური სიდიდისა (ზღვის დონეზე 45º [[განედი|განედზე]]) და 0ºC დროს. ატმოსფერული წნევა გარკვეული კანონით იკლებს სიმაღლესთან ერთად. 5 კმ სიმაღლეზე იგი ზღვის დონეზე არსებული წნევის დაახლოებით ნახევარია. ჰორიზონტალური მიმართულებით ატმოსფერული წნევა ცვალებადია და არათანაბრად ნაწილდება.
 
ატმოსფეროს ნორმალურ წნევად მიღებულია 760 მმ ვწყ. სვ. = 1013,25 მბ = 101325 ნ/მ<sup>2</sup>