ჯაბა იოსელიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 9:
1991 წლის დეკემბერში იოსელიანმა ციხიდან გაქცევა მოახერხა და საქართველოს ეროვნული გვარდიის განდგომილ წევრებს შეუერთდა [[ხუნტა|სამხედრო გადატრიალების]] მოწყობის მიზნით. სისხლიანი გადატრიალება იოსელიანის მომხრეების წარმატებით დასრულდა 1992 წლის იანვარში. იოსელიანი გახდა [[სამხედრო საბჭო]]ს ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც საქართველოს მართავდა 1992 წლის იანვარ-მარტში. მოგვიანებით იგი გავლენიანი ფიგურა ხდება პრეზიდენტი [[ედუარდ შევარდნაძე|ედუარდ შევარდნაძის]] პერიოდშიც, რომელიც იძულებული იყო მხედრიონის შეიარაღებულ დაჯგუფებას დაყრდნობოდა სახელმწიფო თავდაცვის ძალების უსუსურობის გამო. იოსელიანის უპირატესობა ქვეყნის მმართველობაში იმითაც გამოიხატებოდა, რომ მისი ოფისი [[საქართველოს პარლამენტი|პარლამენტის შენობაში]] ზუსტად შევარდნაძის ოფისის თავზე იყო და ის მუდამ გარშემორტყმული იყო შეიარაღებული მცველებით.
 
იოსელიანმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა [[აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტი (1992-93)|საქართველოს მმართველობის ადღგების კატასტროფულ მცდელობაში აფხაზეთში]], რომელიც ცენტრალური მთავრობისა და მხედრიონის ძალების აბსოლუტური დამარცხებით დამთავრდა 1993 წლის აგვისტო-სექტემბერში.
 
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯაბა_იოსელიანი“-დან