ნადირობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დამატება
დამატება
ხაზი 4:
 
ცეცხლმსროლელ იარაღის შექმნასთან დაკავშირებით სანადირო თოფი თანდათან ნადირობის ძირითად იარაღად იქცა. ამჟამად ნადირობისთვის იყენებენ სანადირო თოფს, ძაღლებს, თვითმჭერ იარაღს (ხაფანგენს, საჭერ ბადეებს), იშვიათად — დამჭერ ცხოველებს (მწევარი და სოროს ძაღლები), სანადირო უბნებზე ნადირ-ფრინველის მისაზიდად იყენებენ მისატყუარებს (ხორცი, თევზი, ნიგოზი, არომატიული ნივთიერებები და სხვა). თოფით ნადირობისთვის იყენებენ შემდეგ საშუალებებს: ნადირ-ფრინველთა დაფრთხობას მონადირე ძაღლის საშუალებით, კვალის აღებას თოვლის საფარზე, საკვებ მოედნებთან და წყლის სასმელ ადგილებთან ჩასაფრებას, დედლის ან მამლის ხმის მიბაძვას, ცოცხალი ცხოველით მიტყუებას ([[აპელენტი]]), სოროში შებოლებას ან წყლის მიშვებას და სხვა.
==ნადირობა საქართველოში==
განათხარ ძეგლებში ნაპოვნი ძვლოვანი მასალა მოწმობს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ზედა პალეოლითის პერიოდში ნადირობის ობიექტი იყო თხა, ქურციკი, გამოქვაბულის დათვი, მგელი, გარეული ცხენი და სხვა ნადირი. ნეოლითიდან — ირემი, შველი, წავი; ენეოლითიდან — გარეული ღორი, ნიამორი, თახვი, სხვადასხვა ფრინველი; ბრინჯაოს ხანიდან — კურდღელი, მელა და ა. შ. თრიალეთის პეტროგლიფებსა და ბრინჯაოს განათხარ ნივთბზე გამოსახული ნადირი და ნადირობის სცენები მიუთითებს ნადირობის კოლექტიურ ხასიათსა და სამეურნეო მნიშვნელობაზე. ხასიათსა და სამეურნეო მნიშვნელობაზე. სანადირო ფაუნისა და ნადირობის შესახებ მნიშვნელოვანი ცნობებია დაცული ქართულ წერილობით წყაროებში, განსაკუთრებით ვახუშტის თხზულებებში.
 
ფეოდალურ საქართველოში ნადირობა იყო ფიზიკური აღზრდის ერთ-ერთი ხალხური საშუალება და ლაშქრის წვრთნის, სამხედრო მზადყოფნისა და მასობრივი შემოწმების ფორმაც. იმდროინდელი გლეხობისათვის ლაშქარ-ნადირობა ფეოდალური ბეგარის ერთ-ერთი სავალდებულო სახეობა იყო. სამეფო კარზე არსებობდა სამონადირეო უწყება, რომელსაც [[მონადირეთუხუცესი]], შემდეგ კი [[ბაზიერთუხუცესი]] ხელმძღვანელობდა. მას ემორჩილებოდა „ჯელგის კაცი“, „მრეკალი“, „მესახუნდრე“, [[ბაზიერი]], მეჯინიბეები, ტყეთა და ველთა სამეფო სანადიროთა მცველები და სხვა. განსაკუთრებული ზეიმით სრულდებოდა [[ლაშქარ-ნადირობა|სამეფო ნადირობა]], რომელიც ქართული საახალწლო რიტუალის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იყო სამეფო კარზე. ნადირობის ხალხური ტრადიციები საქართველოში, ეთნოგრაფიული მონაცემებით, ყველაზე უკეთ შემონახული იყო მთიანეთში. ჯგუფური ნადირობის ფორმებიდან აქ გავრცელებული ყოფილა მორეკვით ნადირობა (უმთავრესად ტყის ნადირზე), მოჭირვით ნადირობა (ნადირის სავალი ბილიკების გადაჭრა და სახუნდარში ჩასაფრება უპირატესად კლდის ნადირზე), ნადირის კვალში ჩადგომა (ბუჩქნარისა და ველის ნადირზე).
 
აქტიურ ნადირობასთან ერთად ძველ საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული მახე-ხაფანგებით და ბაზით ნადირობა. ნადირობის როლი თავისებურადაა ასახული ხალხურ რწმენა-წარმოდგენებში. [[ნადირთღვთაებანი|ნადირთღვთაებებად]] ითვლებოდნენ ნადირთანგელოზი [[დალი]], ნადირთ-მწყემსი [[ოჩოპინტრე]] და ა. შ. ზოგი ჩვეულება ბუნების დაცვას ემსახურებოდა მაგ., [[რაჭა]]ში. მონადირეს ეკრძალებოდა ერთ გასვლაზე სამზე მეტი მსხვილი ნადირის მოკვლა. სანადირო ადგილებიც და სეზონიც განსაზღვრული იყო ტრადიციით. წესის დამრღვევ მონადირეს სოფელი სასტიკად სჯიდა, საჯაროდ კიცხავდა და აჯარიმებდა. როცა მონადირე 1000 ნადირს მოკლავდა, თოფს მიწაში ჩამარხავდა და ნადირობას თავს ანებებდა.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნადირობა“-დან