ხოხობი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
interwiki
No edit summary
ხაზი 2:
'''ხოხობი''' (Phasianus), დიდტანიან (სხეულის სიგრძე 85 სმ-მდე, მასა - 2 კგ-მდე) [[ფრინველები|ფრინველთა]] გვარი [[ქათმისნაირნი|ქათმისნაირთა]] რიგისა. მამალი მკვეთრადაა შეფერილი, ბუმბულზე ლითონისებრი ბზინვარება გადაკრავს. დედალი მონაცისფრო-ქვიშისფერია. მოიცავს 2 სახეობას: [[მწვანე ხოხობი]] (Phasianus vesicolor), რომელიც ბინადრობს იაპონიაში და [[ჩვეულებრივი ხოხობი]] (Phasianus colchicus), რომლის გავრცელების საზღვრები იწყება კავკასიიდან, გადის ვოლგის დელტაზე, შუა და ცენტრალურ აზიის გავლით გრძელდება სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთამდე და პრიმორიეს მხარემდე. ხოხობი უძველესი დროიდან არის ცნობილი საქართველოში.
 
ლეგენდის მიხედვით ხოხობი არგონავტებმა გაიყვანეს კოლხეთიდან და ამის შემდეგ გავრცელდა იგი მთელ ევროპაში. ხოხობი ბინადრობს ტყეში, ჭალაში, ტყის მდინარისპირა ბუჩქნარში. ბუდეს მიწაზე იკეთებს, აპრილში დებს 10-12 (20-მდე) კვერცხს, რომელთა [[ინკუბაცია]] გრძელდება 22-24 დღე-ღამე. იკვებება ძირითადად მცენარეული საკვებით, უფრო იშვიათად (გაზაფხულზე) - [[ხოჭოები|ხოჭოებით]] და სხვა [[მწერები|მწერებით]]. სპორტული ნადირობის ობიექტია. [[ნადირობა]] რეგლამენტირებულია, ნებადართულია ლიცენზიით.
 
[[კატეგორია:ქათმისნაირნი]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხოხობი“-დან