ჭაქვინჯი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ჭაქვინჯი''', სოფელი საქართველოში, [[სამეგრელო-ზემო სვანეთის ...
 
No edit summary
ხაზი 1:
'''ჭაქვინჯი''', სოფელი [[საქართველო]]ში, [[სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე|სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის]] [[ზუგდიდის რაიონი|ზუგდიდის მუნიციპალიტეტში]].
 
ჭაქვინჯი მდებარეობს [[სამეგრელო]]ს ისტორიულ-გეოგრაფიულ პროვინციაში, მდ. [[ჭანისწყალი|ჭანისწყლის]] ნაპირას, ქ. [[ზუგდიდი]]დან 16 კმ, ზღვის დონიდან 130 მ. ჭაქვინჯი ამავე სახელწოდების თემის ცენტრია. თემში ასევე შედის სოფ. [[ბაღმარანი (ზუგდიდის რაიონი)|ბაღმარანი]].
 
ჭაქვინჯის მახლობლად არის ციხესიმაგრე, რომელიც შედგება ციტადელისა და ქვედა ციხისაგან. არქეოლოგიურმა გათხრებმა მშენებლობის რამდენიმე ფენა გამოავლინა. I ფენა III-IV სს. მიეკუთვნება, II — დაახლ. VIII-IX სს., ხოლო III — XVI-XVII სს. ციტადელი აღმართულია მაღალი მთის თავზე. გარს ერტყმის გალავანი, რომლის ჩრდ. და აღმ. მხარეებზე სხვადასხვა დროს ჩაშენებულია 4 კოშკი. ციტადელი ქვედა ციხეს უკავშირდება ჩრდ. ფერდობზე გაყვანილი გვირაბით, რომლის ბოლოშიც კოშკი დგას. ქვედა ციხის ჩრდ. ნაწილში წყარო იყო. ციხის ეზოს სამხრ. მონაკვეთის ცენტრში მდებარეობდა X ს. პალატი, რომლისგანაც დარჩენილია მხოლოდ I სართული. აღმოსავლეთ მონაკვეთში მცირე ზომის კარის ეკლესია იდგა (XIII ს.). ციხის ეზოში სხვადასხვა დანიშნულების შენობათა ბევრი ნანგრევია. გვიან შუა საუკუნეებში ციხე [[დადიანები|დადიანთა]] ერთ-ერთი რეზიდენცია იყო.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჭაქვინჯი“-დან