მარცვლოვანნი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: mk:Треви, simple:Poaceae
ორთოგრაფია
ხაზი 11:
| ლათ =Poaceae
}}
'''მარცვლოვანნი''' (Poaceae ანუ Gramineae), [[ერთლებნიანები|ერთლებნიან მცენარეთა]] ოჯახი. [[ერთწლობანიერთწლოვანი მცენარეები|ერთწლოვანი]], [[ორწლოვანი მცენარეები|ორწლოვანი]] და [[მრავალწლოვანი მცენარეები|მრავალწლოვანი]] ბალახები, იშვიათად ბუჩქისებრი ან ხისმაგვარი მცენარეებია. მარცვლოვანთა ღერო ჩალისებრია, უმეტესად ცილინდრული სწორმდგომი, წამოწეული ან გართხმული; დაყოფილია მუხლებად და მუხლთშორისებად, ჩვეულებრივ ღრუიანია (ქარის დროს მარცვლოვანთა წვრილი ღრუ ღერო იღუნება და არ იმტვრევა), იშვიათად ამოვსებულია ფაშარი ქსოვილით. მათი სიმაღლე 1 სმ-იდან ათეულ მეტრს აღწევს, ზოგიერთისა კი (ბამბუკის გახევებული ღერო) — 40 მ. [[ფოთლები]] ღეროს მუხლიდან გამოდის: როგორც წესი, შედგება ღერომხვევი ხალთის (ვაგინის), ვიწროხაზური ფირფიტისა და ქერქლისებრი ენაკისაგან, რომელიც ამოზრდილია ფირფიტისა და ხალთის საზღვარზე. ფესვები ფუნჯაა. პირველადი ფესვები ადრევე სცილდება. ზოგ მარცვლოვანს ზედაპირული ფესვთა სისტემა აქვს, ზოგს — ღრმად ჩახრდილი ნიადაგში (1—1,5 მ და მეტი). მარცვლოვანთა ყვავილები პატარა, ორსქესინი, იშვიათად — ერთსქესიანი, შეკრებილია მარტივ ყვავილელებად — თავთუნებად, რომლებიც თავის მხრივ, თავმოყრილია რთულ ყვავილედებად (რთული თავთავი, საგველა, თავთავისებური საგველა, ცრუ ტავთავი და სხვა).
 
მარცვლოვანნი ჯვარედინმტვერია მცენარეებია. ზოგს თვითდამტვერვა ახასიათებს. ნაყოფი მარცვალა, იშვიათად კურკიანასებრი ან კენკრისებრი (ბამბუკისა). თესლი დიდი რაოდენობით შეიცავს ენდოსპერმს. მარცვლოვანთა უმეტესობას ღეროს ქვედა ნაწილში მუხლები ძლიერ მიახლოვებული აქვს და ე. წ. ბარტყობის მუხლს ქმნის, რომლის კვირტებიდანაც ამოიზრდება ხოლმე ახალი მიწისზედა ყლორტები. თავის მხრივ ესენიც ახალი ბარტყობის მუხლებს წარმოშობენ. აქედან გამოსული ყლორტები ან ამოხევენ ხალთას (ხალთის გარე ყლორტები), ან ხალთაშივე იზრდებიან (ხალთის შიგა ყლორტები). ყლორტების წარმოშობის მიხედვით მარცვლოვანნი იყოფიან გრძელფესურიან (ან ფესურიან), მეჩხერბუჩქოვან და მკვრივბუჩქოვან (მკვრივკორდოვან) მარცვლოვანებად.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მარცვლოვანნი“-დან