სპინი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 51:
 
== საკითხის ისტორია ==
სპინის კონცეფცია ფიზიკაში [[1925]] წელს [[გაუდსმიტი, სემუელ|გაუდსმიტმა]] და [[ულენბეკი, ჯორჯ იუჯინ|ულენბეკმა]] შემოიღეს. სპექტროსკოპული მონაცემების ანალიზის საფუძველზე მათ ელექტრონი სწრაფად მბრუნავ ბზრიალასთან გააიგივეს. ცხადია, ეს ანალოგია მცდარია და მკაცრი განხილვის დროს მისი გამოყენება არ შეიძლება. [[1924]] წელს [[პაული, ვოლფგანგ|ვოლფგანგ პაულიმ]] ტუტე ლითონებში სავალენტო ელექტრონის მოძრაობის ასაღწერად კვანტური მექანიკის მათემატიკურ აპარატში ახალი ორმდგენელიანი თავისუფლების ხარისხი შემოიტანა. [[1927]] წელს მანვე სპინური ცვლადი [[შრედინგერის განტოლება|შრედინგერის განტოლებაში]] შეიტანა. ასეთი გზით განახლებულ შრედინგერის განტოლებას [[პაულის განტოლება]] ეწოდება.
არანულოვანი [[მასა|მასის]] მქონე ნაწილაკის სპინთან დაკავშირებულია სპინური [[მაგნიტური მომენტი]]
:<math>{\mu}={\gamma}j\hbar</math>;
<math>{\gamma}</math> კოეფიციენტს [[გირომაგნიტური ფარდობა]] ეწოდება.
სპინის კონცეფცია ფიზიკაში [[1925]] წელს [[გაუდსმიტი, სემუელ|გაუდსმიტმა]] და [[ულენბეკი, ჯორჯ იუჯინ|ულენბეკმა]] შემოიღეს. სპექტროსკოპული მონაცემების ანალიზის საფუძველზე მათ ელექტრონი ისეთ მბრუნავ ბზრიალასთან გააიგივეს, რომლის საკუთარი მექანიკური მომენტი 1/2 – ის ტოლია, ხოლო საკუთარი მაგნიტური მომენტი [[ბორის მაგნეტონი|ბორის მაგნეტონს]] - <math>{\mu_B}=\frac{e\hbar}{2mc}</math> – ემთხვევა ( e = 1,6×10<sup>-19</sup> კულონი – ელექტრონის მუხტი, m - მისი მასა, ხოლო c = 3×10<sup>8<sup> მ/წმ – [[სინათლის სიჩქარე]].) ამგვარად, ელექტრონისთვის გირომაგნიტული ფარდობა <math>{\gamma}=\frac{e\hbar}{mc}</math> კლასიკური ელექტროდინამიკის თვალსაზრისით ანომალურია.
ელექტრონის სპინის გათვალისწინებით [[პაული, ვოლფგანგ|ვოლფგანგ პაულიმ]] ჩამოაყალიბა პრინციპი, რომლის თანახმად ერთსა და იმავე კვანტურ მდგომარეობაში არ შეიძლება ორი ელექტრონი იმყოფებოდეს ([[პაულის პრინციპი]]). ის ფაქტი, რომ ელექტრონის სპინი 1/2–ია, საფუძვლად დაედო მნიშვნელოვანი მოვლენების ახსნას. გასაგები გახდა ატომური სპექტრების [[ფაქიზი სტრუქტურა|ფაქიზი სტრუქტურის]] არსებობის მიზეზი. აიხსნა მაგნიტურ ველში სპექტრალური ხაზების გახლეჩის მოვლენა ([[ზეემანის ეფექტი]]). გაირკვა, თუ რა წესით ივსება მრავალელექტრონიანი ატომების ელექტრონული გარსები და, შესაბამისად, ნათელი მოეფინა ელემენტთა პერიოდული სისტემის კანონზომიერებებს. აიხსნა [[ფერომაგნეტიზმი]]. პროტონის სპინის არსებობის ჰიპოტეზის შესამოწმებლად ჩატარებულ ექსპერიმენტში ატომთა ენერგეტიკული დონეების [[ზეფაქიზი სტრუქტურა]] აღმოაჩინეს.
ნაწილაკის სპინი ცალსახად განსაზღვრავს იმ სტატისტიკის ტიპს, რომელსაც ემორჩილება ესა თუ ის ნაწილაკი. მთელი სპინის მქონე ნაწილაკები [[ბოზე – აინშტაინის სტატისტიკა|ბოზე–აინშტაინის სტატისტიკას]] ემორჩილებიან და მათ [[ბოზონი|ბოზონებს]] უწოდებენ, ხოლო 1/2 –ის ჯერადი სპინის მქონე ნაწილაკები [[ფერმი–დირაკის სტატისტიკა|ფერმი – დირაკის სტატისტიკას]] ემორჩილებიან და [[ფერმიონი|ფერმიონებს]] წარმოადგენდნენ. პაულის პრინციპი მხოლოდ ფერმიონებისთვისაა სამართლიანი. კვანტური მექანიკის მათემატიკურ აპარატში სპინი პაულიმ შემოიტანა; ამასთანავე, აღწერა ფენომენოლოგიურ ხასიათს ატარებდა. ელექტრონის სპინის და მაგნიტური მომენტის არსებობა უშუალოდ [[დირაკის განტოლება|დირაკის განტოლებიდან]] გამომდინარეობს. ეს განტოლება არარელატივისტურ ზღვარში [[პაულის განტოლება|პაულის განტოლებაში]] გარდაიქმნება.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სპინი“-დან