ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ჩოლოყაშვილი, ნიკოლოზ''' ('''ნიკიფორე ირბახი''') (დაახლოებით * [[1585]] ― † [[1658]]), [[ქართველები | ქართველი]] პოლიტიკური მოღვაწე და დიპლომატი, პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნის ერთ-ერთი გამომცემელი. 8 წლისა სწავლა-განათლების მისაღებად გააგზავნეს [[იტალია | იტალიაში]], სადაც ბერძნულ სკოლაში მიებარა სასწავლებლად. იქვე აღიკვეცა ბერად. დაახლოებით [[1608]] [[საქართველო | საქართველოში]] დაბრუნდა და კახეთის მეფის [[თეიმურაზ I | თეიმურაზ I-ის]] კარის მოძღვარი გახდა. [[1614]] შაჰ-აბას I-ის საქართველოში ლაშქრობის დროს, იერუსალიმში წავიდა. [[1625]] ანტისპარს. ბრძოლის პერიოდში თეიმურაზ I-ის დავალებით დიპლომატიური მისიით გაემგზავრა ევროპაში. ნიკიფორე ირბახის ცხოვრების გზა წააგავს სულხან-საბა ორბელიანის გზას. იგი ხდება კათოლიკე ბერი, [[1626]]-[[1629]] წლებში მოიხსენიება უკვე როგორც თეიმურაზის ელჩი პაპ ურბან VIII-ის კარზე. რომში ყოფნისას ჩოლოყაშვილმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ქართული ბეჭდვითი წიგნის გამოცემაში. [[1629]] წელს მისი დახმარებით ჩამოისხა ქართული ანბანი. მისიონერული მიზნებით სტეფანო პაოლონისთან ერთად მან შეიმუშავა და გამოსცა პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნები: ქართულ-იტალიური ლექსიკონი და "ლოცვანი" ქართულ ენაზე. [[1629]] წელსვე ჩოლოყაშვილი საქართველოში ბრუნდება თეატინელთა ორდენის მისიონარებთან ერთად და ხდება მეტეხის ეკლესიის წინამძღვარი. მაშინდელი მიმოწერა მისიონერებსა, პაპსა და ქართველ მეფეს შორის ადასტურებს, რომ ნიკიფორე ირბახი შუამავლობდა ურბან VIII-სა და თეიმურაზ I-ს შორის ქართული ეკლესიის რომთან შეერთებას (ე. წ. უნიას). [[1632]] წელს, როდესაც თეიმურაზ I იძულებული შეიქმნა იმერეთის სამეფოსთვის შეეფარებინა თავი, ჩოლოყაშვილი სამეგრელოს მთავრის ლევან II დადიანის უახლოესი თანამშრომელი და მისი ფართო პოლიტიკური გეგმების სულისჩამდგმელი გახდა. მისიონერები მას დადიანის კარის სახლთუხუცესად იხსენიებენ. [[1643]]-[[1649]] წლებში ჩოლოყაშვილი კვლავ იერუსალიმშია ქართველთა ჯვრის მონასტრის წინამძღვრად. [[1650]] წ. ის საქართველოში დაბრუნდაბრუნდება. ჯერ იმერეთის სამეფოს კარზე იმყოფებოდა, შემდეგ კვლავ ლევან II დადიანთან, შემდეგ კვლავ ლევან II დადიანთან, რომლის ხელისშეწყობითაც [[1656]]-[[1657]] წ. დასავლეთ საქართვეკლოსსაქართველოს [[კათალიკოს-პატრიარქი]] გახდახდება. [[1657]] წელს, ლევან II დადიანის გარდაცვალების შემდეგ, ახალმა მთავარმა ვამეყ III-მ სხვა თავის მოწინააღმდეგეთა შორის ჩოლოყაშვილიც შეიპყრო და საპყრობილეში მოათავსა, სადაც იგი გარდაიცვალა. ჩოლოყაშვილიი მრავალმხრივი საქმიანობა მიმართული იყო საქართველოს პოლიტიკის და კულტურის აღორძინებისაკენ. თანამედროვენი მას უწოდებდნენ ბრძენსა და ფილოსოფოსს, რიტორს, "ღირსსა ყოვლისა სიკეთისა".
 
[[კატეგორია:ქართველები]]