ხეთები: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ხეთები''' (ბერძნ. Χετταΐοι) — უძველესი ანატოლიელი ხალხი, რომლებიც...
(განსხვავება არ არის)

04:12, 24 ოქტომბერი 2008-ის ვერსია

ხეთები (ბერძნ. Χετταΐοι) — უძველესი ანატოლიელი ხალხი, რომლებიც ინდოევროპულ ენათა ოჯახის ანატოლურ განშტოებასთან მიკუთვნებულ ხეთურ ენაზე საუბრობდნენ და ხეთების სამეფო შექმნეს ძვ. წ. XVIII საუკუნეში ჩრდილო-ცენტრალური ანატოლიაში (ცენტრალური ანატოლიის პლატოზე). ხეთების იმპერიამ ძლიერებს მწვერვალს ძვ. წ. XIV საუკუნეში მიაღწია და ამ დროისთვის მათ უკვე დაპყრობილი ჰქონდათ ანატოლიის დიდი ნაწილი, ჩრდილოდასავლეთი სირია ლიტანის მდინარემდე და ზემო მესოპოტამია (შუამდინარეთი). ძვ. წ. 1180 წლის შემდეგ იმპერია დაიშალა რამდენიმე დამოუკიდებელ სამთავროდ. ზოგიერთი მათგანი ძვ. წ. VIII საუკუნემდე შემორჩა.

ტერმინი "ხეთები" წარმოებული ძველი აღთქმის სიტყვიდან "ხჲვ" (חתי ხტჲ, ან בני-חת ბნჲ-ხტ, "ხეთის შვილები" (ხეთი ქანაანის ძე იყო)). არქეოლოგებმა, რომლებმაც ანატოლიის ხეთების კულტურა XIX საუკუნეში აღმოაჩინეს, თავდაპირველად ისინი ამ ბიბლიურ ხეთებს მიაკუთვნეს. ამჟამად ეს ჰიპოთეზა კამათის საგანია.

თარგი:Link FA