შალვა ჭანიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

ქართველი აგრონომი
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''შალვა თომას ძე ჭანიშვილი''' (დ. 20 მარტი, 1900, ქუთაისი — [[13 აგვი...
(განსხვავება არ არის)

18:14, 23 ოქტომბერი 2008-ის ვერსია

შალვა თომას ძე ჭანიშვილი (დ. 20 მარტი, 1900, ქუთაისი13 აგვისტო, 1986, თბილისი), ქართველი აგრონომი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1959), საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.

1923 წ. დაამთავრა მილანის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. 1923-1926 წწ. აგრონომად მუშაობდა საფრაგეთში. 1926-42 წწ. საქართველოში სასოფლო-სამეურნეო პროფილის სამეცნიერო დაწესებულებებში სხვადასხვა თანამდებობებზე იყო და სამეცნიერო-კვლევით მუშაობას ეწეოდა. 1942-52 წწ. იყო მეცნიერებათა აკადემიის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა განყოფილების სწავლული მდივანი. 1952-58 წწ. საქართველოს ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის აგროქიმიის განყოფილების გამგე. 1958 წლიდან საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მიწათმოქმედების კათედრის პროფესორი. ჭანიშვილმა შეისწავლა საქართველოს მინდვრის კულტურების აგროტექნიკის საკითხები, დაამუშავა სანაწვერალო კულტურების თესვა-მოყვანის მეცნიერული საფუძვლები, გამოიკვლია თესლბრუნვისა და ნიადაგის დამუშავების საკითხები. დაჯილდოვებულია არაერთი სახელმწიფო ჯილდოთი.

ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 11, გვ. 382. თბ., 1987