დავით ანდღულაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 4:
==ბიოგრაფია==
 
1925 წელს დაამთავრა [[თბილისის კონსერვატორია]] (პროფესორ ე. ვრონსკის კლასი). 1926 წელს თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე შედგა მისი დებიური (რიჩარდი, ვერდის "[[ბალ-მასკარადი]]"). ამავე სეზონში შეასრულა კანიოს (ლეონკავალოს "ჯამბაზები"), რადამესის (ვერდის "აიდა") და კავარადოსის (პუჩინის "ტოსკა") პარტიები. 1927-1929 წლებში ანდღულაძე მოსკოვის სტანისლავსკის სახელობის მუსიკალურ თეატრის სცენაზე მღეროდა ლევკოს (რიმსკიკორსაკოვის "მაისის ღამე"), რუდოლფის (პუჩინის "ბოჰემა"), გრიგორის (მუსორგსკის "ბორის გოდუნოვი") და სხვა პარტიებს. 1929-1933 წლებში თბილისის საოპერო თეატრში შექმნა დონ-ხოზესა (ბიზეს "კარმენი") და გერმანიის (ჩაიკოვსკის "პიკის ქალი") ვოკალურ-სცენური სახეები.
 
1933-1935 წლებში ანდღულაძე სსრკ დიდი თეატრის სოლისტი იყო. იქ პირველად შეასრულა მანრიკოს (ვერდის "ტრუბადური") და რაულის (მაიერბერის "ჰუგენოტები") პარტიები. 1935 წლიდან კი კვლავ თბილისს დაუბრუნდა. მის მიერ განსახიერებულმა აბესალომმა (ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი") მაღალი შეფასება დაიმსახურა ქართული ხელოვნების I დეკადაზე მოსკოვში (1937). 1947 წელს ტარიელის პარტიის (მშველიძის "ამბავი ტარიელისა") შესრულებისათვის ანდღულაძეს სსრკ სახელმწიფო პრემია მიენიჭა.