ჭანისწყალი: განსხვავება გადახედვებს შორის

მდინარე საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ჭანისწყალი''', მდინარე საქართველოში, [[წალენჯიხის რაიონი|წა...
(განსხვავება არ არის)

17:52, 23 ოქტომბერი 2008-ის ვერსია

ჭანისწყალი, მდინარე საქართველოში, წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და ხობის რაიონებში, მდ. ხობის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს ეგრისის ქედის სამხრეთ კალთაზე 1960 მ სიმაღლეზე. სიგრძე 63 კმ, აუზის ფართობი 315 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 14,5 მ³/წმ.

ლიტერატურა

  • აფხაზავა, ი. ქსე, ტ. 11, გვ. 382. თბ., 1987