სოხუმის დაცემა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[Image:Sukhumiciviliance.jpg|thumb|300px|სოხუმის დამცველები.]]
[[Image:Sukhumirefugees.jpg|thumb|300px|ლტოლვილები.]]
'''სოხუმის დაცემა''' იყო [[აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტი (1992-93)|ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის (1992-93)]] ბოლო, გადამწყვეტი ბრძოლა, რომელსაც შედეგად ქართველთა ერთ-ერთი უდიდესი დამარცხება მოჰყვა [[საქართველოს უახლესი ისტორია|საქართველოს უახლეს ისტორიაში]]. კონფლიქტი, რომელიც 13 თვესთვესა და 13 დღეს გრძელდებოდა მიმდინარეობდა [[საქართველოს შეიარაღებული ძალები|ქართულ სამთავრობო ჯარებსა]] და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის, რომელთაც ასევე დამხმარედ [[ჩრდილოეთი კავკასია|ჩრდილოეთ კავკასიიდან]] დაქირავებული მებრძოლები, [[კაზაკები|კაზაკთა]] მილიციის შენაერთები და არაოფიციალურად [[გუდაუთა]]ში განლაგებული [[რუსეთი]]ს სამხედრო ბაზის შენაერთი უჭერდა მხარს.
 
[[სოხუმი]]სთვის გადამწყვეტ ბრძოლას წინ უძღოდა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და და სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ, რომელიც [[სოჭი (ქალაქი)|სოჭში]] დაიდო [[27 ივლისი|27 ივლისს]] ორ მხარეს შორის. შეთანხმება [[16 სექტემბერი|16 სექტემბრამდე]] გაგრძელდა. ამ დღეს სეპარატისტებმა ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანეს სოხუმზე ზღვიდან, ჰაერიდან და ხმელეთის მისადგომებიდან. [[საქართველო]]ს შეთანხმების თანახმად ამ დროისთვის მძიმე შეიარაღების დიდი ნაწილი უკვე კონფლიქტის ზონიდან გაყვანილი ჰყავდა. გააფრთებული ბრძოლები გრძელდებოდა [[27 სექტემბერი|27 სექტემბრამდე]], თუმცა მასიურ შემოტევას სუსტი შეიარაღებით ქართულმა ნაწილებმა ვერ გაუძლეს და ქალაქი საბოლოოდ დაეცა.
47

რედაქტირება