მცურავები: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''მცურავები''', კრებითი სახელწოდება, რომელიც აღნიშნავს [[ანკარ...
(განსხვავება არ არის)

23:51, 18 ოქტომბერი 2008-ის ვერსია

მცურავები, კრებითი სახელწოდება, რომელიც აღნიშნავს ანკარასებრთა ოჯახის გველების რამდენიმე გვარს. მათი სიგრძე 3,5 მ-ს აღწევს. მცურავების 90-ზე მეტი სახეობა გავრცელებულია შუა და სამხრეთ ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ აფრიკაში, ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში. ბინადრობენ ველებზე, ნახევრადუდაბნოებში, უდაბნოებში, დაბლობისა და მთის ტყეებში. მეტად მოძრავი არიან. იკვებებიან წვრილ-წვრილი ხერხემლიანებით (ახალგაზრდები — მწერებით). უმრავლესობა მსხვერპლს სხეულის რგოლებით ან მიწაზე მიჭერით გუდავს. მრავლდებიან კვერცხებით. საქართველოში გვხვდება 7 სახეობის მცურავები, ამათგან 3 ეკუთვნის Coluber-ის გვარს, 4 — Elaphe-ს გვარს.

ლიტერატურა

  • თ. მუსხელიშვილი, ქსე, ტ. 7, გვ. 255, თბ., 1984