ემანუელ დე გრუში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: thumb|ემანუელ დე გრუში '''ემანუელ დე გრუში''' ([[ფრანგუ...
 
ხაზი 4:
== ბიოგრაფია ==
 
სამხედრო სამსახურში იყო 1779 წლიდან. არისტოკრატიული წარმოშობის მიუხედავად მხარი დაუჭირდა [[საფრანგეთის რევოლუცია]]ს, რესპუბლიკურ არმიას შეუერთდა და მალე დივიზიის გენერლობა მიიღო. მონაწილეობდა [[ვანდეის ომი|ვანდეის ომში]] (1793), [[ირლანდია|ირლანდიის]] ექსპედიციაში (1797). 1798 წელს იყო [[პიემონტი]]ს გუბერნატორი. თავი გამოიჩინა [[იტალია]]ში [[რუსეთი]]სა და [[ავსტრია|ავსტრიის]] ჯარების წინააღმდეგ ბრძოლებში 1799 წელს. [[ნოვის ბრძოლა|ნოვის ბრძოლაში]] 14 ჭრილობა მიიღო და ტყვედ ჩავარდა. გათავისუფლების შემდეგ საფრანგეთში დაბრუნდა; შემდეგ მონაწილეობდა [[ჰოჰენლიდენის ბრძოლა]]ში ავსტრიელების წინააღმდეგ (1800). თავდაპირველად [[ნაპოლეონ ბონაპარტი]]ს ოპოზიციაში იყო, შემდეგ მის სამსახურში ჩადგა და მონაწილეობდა მის ყველა მნიშვნელოვან ომში. 1809 წ. [[ავსტრია-საფრანგეთის ომი (1809)|ავსტრიასთან ომის]] დროს სარდლობდა [[ოიჟენ ბოარნე]]ს „იტალიის არმიის“ კავალერიას. 1812 წ. ნაპოლეონის [[საფრანგეთ-რუსეთის ომი (1812)|რუსეთში ლაშქრობის]] დროს მეთაურობდა კავალერიულ კორპუსს. მოკავშირეების შეტევის დროს მონაწილეობდა თავდაცვით ბრძოლებში საფრანგეთის ტერიტორიაზე (1814 წ.). 1815 წ. ნაპოლეონის პირველი გადაგომის შემდეგ წოდება და ტიტულები ჩამოართვეს. „[[ასი დღე|ასი დღის]]“ დროს კვლავ იმპერატორს მიემხრო და გახდა საფრანგეთის მარშალია და [[პერი]]. [[ვატერლოოს ბრძოლა|ვატერლოოს კამპანიის]] დროს სარდლობდა კორპუსს, რომელიც [[ლინის ბრძოლა|ლინის ბრძოლის]] შემდეგ უკანდახეული [[პრუსია|პრუსიელები]] უნდა გაენადგურებინა; თუმცა გრუშიმ ეს ვერ შეძლო, რამაც გადაწყვიტა ვატერლოოს ბრძოლის ბედი. ამის შემდეგ გრუშიმ მოიპოვა უმნიშვნელო გამარჯვება [[ვავრის ბრძოლა|ვავრთან]] და შეძლო არმიის ნარჩენების უკანდახევის ორგანიზება [[პარიზი]]ს მიმართულებით. [[ბურბონების რესტავრაცია|ბურბონთა მეორე რესტავრაციის]] შემდეგ ემიგრაციაში წავიდა [[ამერიკის შეერთებული შტატები|ამერიკის შეერთებულ შტატებში]], სადაც 1821 წლის ამნისტიამდე დარჩა. [[როიალისტები]] მის სიკვდილით დასჯას ითხოვდნენ, [[ბონაპარტისტები]] კი ვატერლოოს კამპანიის დროს დაშვებული შეცდომების გამო მოღალატედ 1830 წ. . [[ივლისის რევოლუცია|ივლისის რევოლუციის]] შემდეგ მეფე [[ლუი ფილიპი|ლუი ფილიპმა]] მარშლისა და პერის წოდებები დაუბრუნა.
 
== ლიტერატურა ==