თბილისის ფუნიკულიორი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 2:
'''თბილისის ფუნიკულიორი''', სამთო-საბაგირო [[რკინიგზა|რკინიგზის]] (ქვედა და ზედა სადგურებით), კულტურისა და დასვენების კომპლექსი [[მთაწმინდის პლატო]]ზე. 1900 წლის ივლისს ქალაქის თვითმმართველობამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას თბილისში ფუნიკულიორის გაყვანის შესახებ და დაამტკიცა ბელგიელი ინჟინრის [[ალფონს რობი]]ს პროექტი.
 
ხელშეკრულება ითვალისწინებდა შემდეგს: მშენებლობის დამთავრების შემდეგ ფუნიკულიორის გზის თვითმმართველობისათვის გადაცემას, 5 წლამდე ბავშვების, ფოსტის დამტარლებლებისა და პოლიცია-ჯანდარმერიის უფასო მგზავრობას, ბელგიის ანონიმური საზოგადოება ფუნიკულიორს ექსპლოტაციას გაუწევდა 45 წლის განმავლობაში, შემდეგ კი იგი უსასყიდლოდ გადაეცემოდა ქალაქს. ხელშეკრულებაში ბავარაუდევინავარაუდევი იყო აგრეთვე მთაწმინდასა და კოჭორს შორის ელექტრული რკინიგზის გაყვანა.
 
ფუნიკულიორის მშენებლობა 1903 წლის სექტემბერს დაიწყო, მის მშენებლობაში მონაწილეობდნენ უცხოელი სპეციალისტები. მშენებლობის პროექტი შეადგენდა ფრანგმა ინჟინერმა ა. ბლანშმა, არქიტექტურული ნაწილი დაამუშავა თბილისელმა ხუროთმოძღვარმა [[ალექსანდრე შიმკევიჩი|ა. შიმკევიჩმა]]. გზის მშენებლობას ხელმძღვანელობდნენ ბელგიელი და იტალიელი ინჟინრები ი. რაგოლერი და ა. ფონტანა-როსი. ფუნიკულიორის მშენებლობაში დიდი წვლილი შეიტანა [[ნიკო ნიკოლაძე]]მ, რომლის ინიციატივით მოკლე დროში შესრულდა რკინაბეტონის სამუშაოები ესტაკადისათვის.