ჭადარი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: thumb|ჭადრის ხე თელავში '''ჭადარი''' (Platanus), მცენარეთა გ...
(განსხვავება არ არის)

11:38, 14 ოქტომბერი 2008-ის ვერსია

ჭადარი (Platanus), მცენარეთა გვარი ჭადრისებრთა ოჯახისა. ფოთოლმცვივანი მაღალი ხეებია. სიმაღლე 50 მ, გარშემოწერილობა 18 მ აღწევს. ქერქი მომწვანო-ნაცრსიფერია, ღეროს სისქეში ზრდასთან ერთად აშრევდება ხოლმე. ფოთლები თათისებრ განკვეთილია, გრძელყუნწიანი ყვავილები წვრილია, ცალსქესიანი, შეკრებილია მჭიდრო თავაკ ყვავილედად. ნაყოფი კრებადი კაკლუჭაა, მთელი ზამთარი ხეზე რჩება, გაზაფხულზე კი იშლება კაკლუჭებად.

ჭადრის ხე თელავში

ჭადარი სწრაფად მზარდი ხეა, ცოცხლობს 2000 წლამდე. ლამაზი, მსუბუქი და მაგარი მერქანი აქვს. იყენებენ სადურგლო საქმეში.

ჭადრის 10-მდე სახეობა გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკაში და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთიდან ინდოჩინეთამდე. საქართველოში კულტივირებულია 2 სახეობა: აღმოსავლური ჭადარი (P. orientalis) და დასავლური ჭადარი (p. occidentalis), რომლებიც მოშენებულია ბაღ-პარკებსა და ქუჩებში. საქართველოში ყველაზე დიდი ჭადარი დგას თელავში, რომელიც გარშემოწერილობა 12 მ აღწევს.

ლიტერატურა

  • მიქელაძე, ი., ქსე, ტ. 11, გვ. 375. თბ., 1987