მუჰაჯირობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 12:
 
==აფხაზეთი==
[[აფხაზეთი|აფხაზეთში]] მუჰაჯირობა დაიწყო XIX საუკუნის I ნახევარში პროთურქული ორიენტაციის აფხაზი ფეოდალების პოლიტიკური მარცხისა და სახალხო აჯანყების მკაცრად ჩახშობის შედეგად. [[ყირიმის ომი]]ს (1853-1856) დროს თურქთა მიერ აფხაზეთის ოკუპაციას მოჰყვა მასობრივი გადასახლება ოსმალეთში: 1867 წელს ფართო ხასიათის მუჰაჯირობა დაკავშირებული იყო სამთავროს გაუქმებასთან (1864) 1866 წელს დიდ სახალხო აჯანყებასთან. ყველაზე უფრო დიდი გადასახლება მოხდა რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წლების ომის დროს (დაახლოებით 50 ათასი). მუჰაჯირობის შედეგად აფხაზეთის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი გავერანდა და გაუკაცრიელდა. გადასახლებულთა ძირითადი მასა დღესაც ცხოვრობს თურქეთში, ნაწილი — [[სირია]]ში, [[იორდანია]]სა და სხვა ქვეყნებში; მცირე ნაწილი — ჩრდილოეთ საბერძნეთში. მუჰაჯირ აფხაზთა რაოდენობა თურქეთში 100 ათას აღწევს, არაბულ ქვეყნებში — დაახლოებით 15 ათასს. ისინი ცხოვრობენ უმთავრესად [[სოფელი|სოფლად]], შენარჩუნებული აქვთ საკუთარი ენა და ზნე-ჩვეულებები, ტრადიციები.
 
==ლიტერატურა==
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მუჰაჯირობა“-დან