მუჰაჯირობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 5:
 
==საქართველო==
[[საქართველო]]ში მუჰაჯირობამ ფართო მასშტაბი მიიღო 1877—1878 წლების ომის შემდეგ. [[1878]] წელს [[ბერლინის კონგრესი]]ს გადაწყვეტილებით საქართველოს შეუერთდა ისტორიული ქართული პროვინციები. ამ ტერიტორიების მოსახლეობას უფლება ეძლეოდა 3 წლის განმავლობაში თავისი ქონება თურქეთში გადასახლებულიყო. მუჰაჯირობის შედეგად თითქმის მთლიანად დაიცალა მურღულის ხეობა, ბევრი გადასახლდა ქვემო გურიიდან, გონიოს უბნიდან, ქვემო აჭარიდან. სულ წავიდა 150 ათას სულზე მეტი. ქართული საზოგადოების მოწინავე ნაწილმა დაიწყო ბრძოლა მუჰაჯირობის შესაწყვეტად. გადასახლებულთა სამშობლოში დასაბრუნებლად დიდი მუშაობა ჩაატარეს გ. წერეთლმა, ს. მესხმა, გ. გურიელნა და სხვებმა. ქართულმა პრესამ ფართო კამპანია გააჩაღა მუჰაჯირობის წინააღმდეგ. ამის შედეგად გადასახლების პროცესი შენელდა და მუჰაჯირთა ნაწილი სამშობლოში დაბრუნდა. ქართველი მუჰაჯირები დასახლდნენ [[შავი ზღვა|შავი ზღვის]] სანაპიროზე ([[ჭანეთი]]ს ტერიტორიაზე), დასავლეთ თურქეთში, [[მარმარილოს ზღვა|მარმარილოს ზღვის]] აღმოსავლეთ სანაპიროზე, ნაწილი კი — [[სტამბოლი|სტამბოლში]] და სხვა ქალაქებში. მათმა ნაწილმა დღემდე შემოინახა მშობლიური ენა და ზოგიერთი ზნე-ჩვეულება.
 
თურქეთში გადასახლება სათანადო მომზადებისა და ორგანიზაციის გარეშე მიმდინარეობდა. მუჰაჯირები შავი ზღვის ნავსადგურებიდან უვარგისი გემებით გადაჰყავდათ, ნაწილი სახმელეთო გზით ურმებით მიდიოდა თურქეთისაკენ. მრავალი მათგანი გზაში იმსხვერპლა ეპიდემიამ, შიმშილმა, სიცივემ. თურქეთის ხელისუფლება, მუჰაჯირებს უვარგისი, შეუფერებელი ადგილები მიუჩინა. ბევრი უმიწოდ ფა უბინაოდ დარჩა. მუჰაჯირები მალე მიხვდნენ თავიანთ შეცდომას და უკან დაბრუნება მოინდომეს, მაგრამ რუსეთის მთავრობამ მათი რუსეთში შემოშვება აკრძალა.
 
მძიმე პირობებში ჩავარდნილი მუჰაჯირობა იძულებული იყვნენ დაქირავებულ მეომრებად შესულიყვნენ თურქეთის ჯარში.
 
==აფხაზეთი==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მუჰაჯირობა“-დან