მუჰაჯირობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''მუჰაჯირობა''', კავკასიის მკვიდრი მოსახლეობის ძირ...
 
ხაზი 3:
ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა გადასახლება [[თურქეთი|თურქეთში]] დაიწყო 1858-1859 წლებში. კულმინაციას მიაღწია 1863-1864 წლებში. ყველაზე ინტენსიური იყო ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში, საიდანაც ადიღეურ-ჩერქეზული ტომები მასობრივად გადასახლდნენ თურქეთში. ცენტრალური და ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიიდან გადასახლებულთა რიცხვი შედარებით მცირე იყო. დაღესტან-ჩაჩნეთისათვის თურქეთი შორს იყო; ოსები, ყაბარდოელები და ბალყარები კი რუსეთის წინააღმდეგ ომში არ მონაწილეობდნენ. ჩრდილოეთ ოსეთის ახალფეხადგმული ინტელიგენციის აგიტაციის შედეგად მრავალი ოსი მუსლიმანი სამშობლოში დარჩა. ჩრდილოეთ კავკასიიდან თურქეთში გადასახლებულ მუჰაჯირთა საერთო რაოდენობა 700-750 ათას აღწევდა. მათი ნაწილი თურქეთის მთავრობამ [[ბულგარეთი|ბულგარეთში]] დაასახლა, ნაწილი— [[სირია]]ში და სხვა არაბულ ქვეყნებში. მუჰაჯირობა XIX საუკუნის უკანასკნელ მესამედში და XX საუკუნის დასაწყისშიც გრძელდებოდა.
==საქართველო==
[[საქართველო]]ში მუჰაჯირობამ ფართო მასშტაბი მიიღო 1877—19781877—1878 წლების ომის შემდეგ. [[1878]] წელს [[ბერლინის კონგრესი]]ს გადაწყვეტილებით საქართველოს შეუერთდა ისტორიული ქართული პროვინციები. ამ ტერიტორიების მოსახლეობას უფლება ეძლეოდა 3 წლის განმავლობაში თავისი ქონება თურქეთში გადასახლებულიყო. მუჰაჯირობის შედეგად თითქმის მთლიანად დაიცალა მურღულის ხეობა, ბევრი გადასახლდა ქვემო გურიიდან, გონიოს უბნიდან, ქვემო აჭარიდან. სულ წავიდა 150 ათას სულზე მეტი.
 
==აფხაზეთი==
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მუჰაჯირობა“-დან