დ’ესტე (დინასტია): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''დ'ესტეს დინასტია''' ერთ-ერთი უძველესი იტალიური არისტოკრატიული საგვარეულოა. იგი მართავდა [[ფერარა|ფერარას]] [[1240]]-[[1597]] წლებში და [[მოდენა|მოდენას]] [[1288]]-[[1796]] წლებში. ამ დიანსტიამ დიდი როლი ითამაშა შუა საუკუნეების ევროპის ისტორიაში და წარმოშვა [[რენესანსი|რენესანსის]] ხანის მრავალი მეცენი.
 
 
{{ესკიზი}}
==ისტორია==
ესტეს საგვარეულო [[ფრანკები|ფრანკ]] არისტოსტოკრატებიდან მომდინარეობს, რომელიც [[კარლ დიდი|კარლ დიდის]] მეფობაში [[ლომბარდია|ლომბარდიაში]] დამკვიდრდა. [[1056]] წელს ალბერტო აცო II-ემ (* [[996]]; † [[1097]]) ქალაქ [[ესტე (ქალაქი)|ესტეში]] ამავე სახელის ციხე-სიმაგრე ააგო და გვარად “ესტე” დაირქვა. მას 3 შვილი ჰყავდა, რომლებმაც სათავე დაუდეს დინასტიის სხვადასხვა შტოებს.
 
*[[ველფ IV|ველფ IV დ’ესტე]] (იგივე გუელფო) - ალბერტო აცო II-სა და მისი მეუღლის კუნინგუნდე ფონ კერნტენის, [[ველფები (დინასტია)|ველფების]] უკანასკნელი მემკვიდრის († [[1056]]-მდე) უფროსი ვაჟი. მან სათავე დაუდო გერმანულ ველფების შტოს (ველფ-ესტეები).
*[[ჰუგო დ’ესტე]] - ალბერტო აცო II-ის ვაჟი მეორე ქორწინებიდან. მან დედისაგან მემკვიდრეობით მიიღო [[მენი (საფრანგეთი)|მენის]] საგრაფო, რომელიც მალევე გაყიდა. მას მემკვიდრე არ დარჩენია.
*[[ფულკო I დ’ესტე]] - ალბერტო აცო II-ის უმცროსი ვაჟი. მან სათავე დაუდო დინასტიის იტალიურ შტოს (ფულკ-ესტეები ან უბრალოდ ესტეები). მისმა შთამომავლებმა [[1171]] წელს [[მარკიზი|მარკიზის]] ტიტული მიიღეს.
 
[[1154]] წელს დინასტიის ორივე შტომ (გერმანული მხრიდან [[ჰაინრიხ ლომი]]) ერთმანეთში დადო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც [[იტალია|იტალიური]] სამფლობელოები საგვარეულოს უმცროს შტოს დაუმტკიცდა. მომდევნო წლებში ფულკ-ესტეებმა ხელში ჩაიგდეს [[ფერარა]], [[მოდენა]] და [[რეჯო|რეჯო ემილია]]. თვითონ ქალაქი ესტე მათ [[1275]] წელს [[პადუა|პადუასთან]] ომში დაკარგეს, ხოლო [[1405]] წელს იგი ამ უკანასკნელთან ერთად [[ვენეცია|ვენეციის]] ხელში გადავიდა.
 
[[ბორსო დ’ესტე|ბორსო დ’ესტემ]] იმპერატორ [[ფრიდრიხ III (წრი)|ფრიდრიხ III]]-ისაგან [[1452]] წელს მოდენასა და რეჯოს [[ჰერცოგი|ჰერცოგის]] ტიტული მიიღო და მის ვასალად აღიარა თავი. [[1471]] წელს [[რომის პაპი|პაპმა]] [[პავლე II (პაპი)|პავლე II]]-ემ მას ფერარას ტიტული უბოძა და რაკი ფერარა პაპის მიწა იყო ავტომატურად ბორსო დ’ესტე პაპის ვასალიც გახდა.
 
დინასტიის პირდაპირი შტო [[1597]] წელს [[ალფონსო II დ’ესტე|ალფონსო II დ’ესტეს]] გარდაცვალებით დასრულდა. ფერარა [[1598]] წელს პაპმა [[კლიმენტი VIII]]-ემ პაპის ოლქს შეუერთა, ხოლო დანარჩენი მიწები ესტეს დინასტიის გვერდით შტოს გადაეცა. [[1796]] წელს მოდენისა და რეჯოს საჰერცოგოები საფრანგეთის რევოლუციური არმიის წყალობით “ციზპადანურ რესპუბლოკად” გამოცხადდა, რომელიც, მომდევნო [[1797]] წელს [[ციზალპური რესპუბლიკა|ციზლაპური რესპუბლიკის]] შემადგენლობაში შევიდა. საზღაოდ ჰერცოგთა ოჯახს [[1801]] წელს [[ბრაისგაუ]] და ორტენაუ გადაეცა.
 
[[1803]] წელს გარდაიცვალა ბოლო ჰერცოგი [[ერკოლე III დ’ესტე]]. მისმა ქალიშვილმა [[მარია ბეატრიჩე II დ’ესტემ]] მემკვიდრეობა [[ჰაბსბურგი (დინასტია)|ჰაბსბურგებს]] გადასცა და სათავე დაუდო ესტეს დინასტიის ავსტრიულ შტოს.
 
[[1805]] წელს ბრაისგაუ და ორტენაუ [[ბადენი|ბადენის]] კურფიურსტის ხელში გადავიდა. [[ვენის კონგრესი|ვენის კონგრესის]] შემდეგ მოდენა ესტეებს დაუბრუნდა, თუმც ეს სამფლობელო მათ საბოლოოდ დაკარგეს [[1859]]-[[1860]] წლებში [[რისორჯიმენტო|რისორჯიმენტოსა]] და [[იტალია|იტალიის]] სამეფოს დაარსების შედეგად. ჰერცოგის ტიტული შემდგომში მემკვიდრეობით მიიღო ერვჰერცოგმა [[ფრანც ფერდინად ავსტრიელი (ერცჰერცოგი)|ფრანც ფერდინანდმა]].
 
 
 
 
 
 
 
[[de: Este (Familie)]]