მუხნარი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{მრავალმნიშვნელოვნება|მუხნარი|მუხნარი (მრავალმნიშვნელოვან...
(განსხვავება არ არის)

23:08, 8 ოქტომბერი 2008-ის ვერსია

ტერმინს „მუხნარი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ მუხნარი (მრავალმნიშვნელოვანი).

მუხნარი, მუხის ზაფხულმწვანე ფართოფოთლოვანი ტყე ძირითადად ევრაზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ყოფილ სსრკ-ში მუხნარი გავრცელებულია ევროპის ტერიტორიის შუა და სამხრეთ ნაწილში, კავკასიასა და შორეულ აღმოსავლეთში. უკავია 9 მლნ. ჰა ანუ ტყის 1,3%. ევროპის ნაწილში მუხნარს ქმნის მხოლოდ გრძელყუნწა და კლდის მუხა, რომელტაც სამხრეთით ერევა შებუსვილი მუხა.

საქართველოში მუხნარს უკავია ტყით ფადარული ფართობის 10,1%. მთის მუხნარს ქმნის ქართული, აღმოსავლური, ჰართვისისა და სხვა მუხა. დაბლობებზე — გრძელყუნწა და იმერული მუხა. ქართული მუხის ფორმაცია ყველაზე ფართოდაა გავრცელებული; ტყის მასივებს ქმნის ზღვის დონიდან 1800 მ-მდე (სვანეთი). უფრო ხშირად სამხრეთ ექსპოზოციის განათებულ ფერდობებზე. საქართველოში მუხნარს ხშირად ერევა ჯაგრცხილა, რცხილა, წაბლი, ცაცხვი, იფანი, ფიჭვი, უფრო ხშირად — ნაძვი, სოჭი, წიფელი და არყი; გვხვდება წმინდა მუხნარიც.

მუხნარს აქვს უდიდესი ნიადაგდაცვითი და წყალმარეგულირებელი მნიშვნელობა.

ლიტერატურა

  • ჯანდიერი ა., ქსე, ტ. 7, გვ. 230, თბ., 1984