ბაიტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
'''ბაიტი''' (byte) - ინფორმაციის შენახვის ძირითადი ერთეული კომპიუტერულ მეცნიერებებში. მრავალ კომპიუტერულ არქიტექტურაში ბაიტი არის მეხსიერების დამისამართების ერთეული და უმთავრესად შედგება რვა [[ბიტი|ბიტისაგან]]. ბაიტი დაპროგრამირების ენების მონაცემთა უმთავრესი ტიპია, განსაკუთრებით დაპროგრამირების სისტემურ ენებში.
 
ბაიტი ბიტების მოწესრიგებული თანამიმდევრობაა, რომელშიც თითოეული ბიტს ორიდან ერთ–ერთი მნიშვნელობა აქვს – 0 ან 1. ბაიტის ზომა კომპიუტერის ტექნიკური უზრუნველყოფის ([[ჰარდვერი]]) განვითარებასთან ერთად იცვლებოდა, თუმცა თანამედროვე სისტემებში მიღებულია სტანდარტი, რომ ერთი ბაიტი შეიცავს რვა ბიტს. ისტორიულად ბაიტის ზომა განისაზღვრებოდა იმ ბიტების ერთობლიობით, რომლებიც საჭირო იყო ლათინური ანბანის ერთი სიმბოლოს ჩასაწერად. მისი ზომა განისაზღვრა ლათინური ანბანის სიმბოლოების შესაძლო მაქსიმალური რაოდენობით და საბოლოოდ ერთი [[კომპიუტერული სიტყვა|კომპიუტერული სიტყვის]] თანაზომადი გახდა. ბაიტის ზომა ისტორიულად ვარირებდა ხუთიდან თორმეტი ბიტის დიაპაზონში.
 
1960–იან წწ. IBM–ის System/360 არქიტექტურის მქონე მიკროკომპიუტერების პოპულარობამ ფორმულა: "ერთი ბაიტი უდროს რვა ბიტს" კანონიკურად აქცია. ბაიტს ზოგიერთ ქვეყანაში ასევე ოქტეტადაც მოიხსენიებენ (მაგ. საფრანგეთში).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბაიტი“-დან