შპიგელი (ჟურნალი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[Image:207px-Spiegel_1_99a.jpg|thumb|200px|შპიგელის პირველი გამოცემის გარეკანი (1/1947)]]
'''შპიგელი''' ([[გერმ.]] Der Spiegel - სარკე) [[ევროპა|ევროპის]] უდიდესი და [[გერმანია|გერმანიის]] ყველაზე გავლენიანი ყოველკვირეული ჟურნალია, გამოდის [[ჰამბურგი|ჰამბურგში]] და მისი ტირაჟი ერთ მილიონს აღემატება.
 
ჟურნალის პირველი გამოცემა [[ჰანოვერი|ჰანოვერში]] დაიბეჭდა [[1947]] წლის [[4 იანვარი|4 იანვარს]], შაბათს. მანამდე, ჟურნალს მოკლე პრელუდია ჰქონდა სახელწოდებით Diese Woche (ეს კვირა), რომელიც 1946 წლის ნოემბრიდან რამდენჯერმე გამოიცა და ბრიტანეთის საოკუპაციო ადმინისტრაციის დაფინასებით იბეჭდებოდა. ბრიტანელებთან კონფლიქტის შემდეგ ჟურნალი გადაეცა მთავარ გერმანელ რედაქტორს [[აუგშტაინი, რუდოლფ|რუდოლფ აუგშტაინს]] და ''შპიგელი'' დაერქვა. აუგშტაინი ჟურნალის მთავარი რედაქტორი გარდაცვალებამდე, 2002 წლის 7 ნოემბრამდე, დარჩა.
ხაზი 11:
 
==სკანდალები==
შპიგელს პოლიტიკური არაეთიკურობის გამოვლენისა და სკანდალების დიდი ისტორია აქვს, რითაც დაიმსახურა "Sturmgeschütz der Demokratie" (დემოკრატიის დამბაჩა) წოდება. ფაქტიურად ამ როლში შპიგელი ადრეული 1950-იანებიდან გამოდის, როცა ფედერალური მთავრობა იძულებული გახდა გამეძიებინაგამოეძიებინა შპიგელის ბრალდებები ზოგიერთ პარლამენტართა მოქრთამვაზე, რამაც ხელი შეუწყო დასავლეთ გერმანიის მთავრობის [[ფრანკფურტი|ფრანკფურტის]] ნაცვლად [[ბონი|ბონში]] დაფუძნებას.
 
თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ინციდენტი, რომელმაც ჟურნალს დემოკრატიის დიდი სკანდალისტის სახელი დაუმკვიდრა იყო ე.წ. [[შპიგელის სკანდალი]] (1962). გერმანიის სამხედრო ძალების არადამაკმაყოფილებელ საომარ მდგომარეობაზე სტატიის გამოქვეყნების შემდეგ თავდაცვის მინისტრმა მემარჯვენე ფრანც იოზეფ შტრაუსმა შპიგელის წინააღმდეგ გამოძიების დაიწყო, რის გამოც პოლიციამ ჟურნალის რედაქციის ოფისი დაარბია, ხოლო რუდოლფ აუგშტაინი სხვა რედაქტორებთან ერთად დაპატიმრებულ იქნა ქვეყნის ღალატის ბრალდებით. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით ამის უფლება არ ჰქონდა, შტრაუსმა ასევე დააპატიმრებინა თავად სტატიის ავტორი კონრად აჰლერი, რომელიც იმჟამად ესპანეთში იმყოფებოდა შვებულებით. გამოძიება სწრაფად ჩავარდა არასაკმარის მტკიცებათა გამო და მთელმა კამპანიამ კანცლერი [[ადენაუერი, კონრად|კონრად ადენაუერის]] კაბინეტის მძლავრი შერყევა გამოიწვია, შტრაუსის გადადგომასთან ერთად.
 
ეს ინციდენტი საყოველთაოდ განიხილებოდა, როგორც პრესის თავისუფლების შელახვა, ხოლო შპიგელი კი - ამ თავისუფლების ბასტიონი. მას შემდეგ შპიგელი მნიშვნელოვან როლს თამაშობს გერმანიის მთავრობაში სხვადასხვა პოლიტიკური მაქინაციებისა და ძალთა დაპირისპირებების გამოვლენაში.