ალექსანდრე I (კახეთის მეფე): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
No edit summary
No edit summary
'''ალექსანდრე I''' (დაახლოებით [[1454]]-[[1456]] ― † [[1511]]), კახეთის მეფე [[1476]]-[[1511]]. მეფე [[გიორგი VIII | გიორგი VIII-ის]] ძე. მის დროს დადგინდა ახლად ჩამოყალიბებული [[კახეთის სამეფო | კახეთის სამეფოს]] საზღვრები. ალექსანდრე I ცდილობდა მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონოდა [[საქართველო | საქართველოს]] სხვა სამეფო-სამთავროებსა და მეზობელ ქვეყნებთან. მან საფუძველი ჩაუყარა კახეთის მეფეთა ტრადიციულ საგარეო პოლიტიკას - ყოველგვარი საშუალებით (მოხერხებული დიპლომატია, ზოგჯერ დათმობა, ფორმალური ყმობა, მცირე ხარკი და სხვ.) უზრუნველყოთ ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება.
 
[[1477]], ქართლში უზუნ-ჰასანია შემოსევის დროს, თურქმანთა ბრბოებმა მოარბიეს ქართლის მოსაზღვრე კახეთის რაიონებიც: [[ხერკი]], საგურამო, მარტყოფი და თიანეთი. ალექსანდრე I-მა უზუნ-ჰასანს ძღვენი მიართვა, მორჩილება, მორჩილება აღუთქვა და კახეთი აოხრებას გადაარჩინა. ისმაილის (შემდგომში პირველი სეფიანი შაჰის) შირვანში ლაშქრობის დროსაც ([[1501]]) მან მორჩილება აღუთქვა შაჰს და ეს შემოსევაც აიცდინა. ამის შემდეგ კახეთსა და ირანს შორის მშვიდობა არ დარღვეულა XVII საუკუნის დასაწყისამდე. [[1483]] და [[1491]] ალექსანდრე I-მა ელჩები გაგზავნა [[მოსკოვი | მოსკოვის]] დიდი მთავრის ივანე III-ის კარზე, რითაც საფუძველი ჩაეყარა რუსეთ-საქართველოს პოლიტიკურ ურთიერთობის ახალ, მნიშვნელოვან ეტაპს.
 
ალექსანდრე I მოკლეს მისი შვილის, [[გიორგი II, კახეთის მეფე | ავგიორგის]] შეთქმულების დროს.
158 161

რედაქტირება