მუსტიეს კულტურა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''მუსტიეს კულტურა''','' მუსტიეური ეპოქა'', [[ქვედა პალეოლითის ხანა ...
 
+კატ.
ხაზი 1:
'''მუსტიეს კულტურა''','' მუსტიეური ეპოქა'', [[ქვედა პალეოლითის ხანა |ქვედა პალეოლითის ხანის]] ყველაზე გვიანდელი ხანა, რომელმაც შეცვალა [[აშელის კულტურა]]. მრავალი მეცნიერი მას „შუა პალეოლითს“ უწოდებს. XIX საუკუნის 60-იან წლებში პირველად შეისწავლა გ. მორილიემ. სახელი ეწოდა სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში (დორდონის დეპარტამენტი) მდებარე გამოქვაბულის [[ლე-მუსტიე]]ს (le Moustier) მიხედვით. გავრცელებულია ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკაში , კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთსა და შუა აზიაში (ჩრდ. განედი 54° სამხრეთით).
 
გეოლოგიურად თარიღდება ზედა პლეისტოცენით, რისვიურმის გამყინვარებათა შორისი პერიოდის დასასრულით და ევროპის უკანასკნელი, ვიურმის გამყინვარების I ნახევრით. რადიო-ნახშირბადის მეთოდით გვიანდელი მუსტიეს კულტურა ევროპაში დათარიღებულია ძვ. წ. 53-33 ათასწლეულით; მუსტიეს კულტურის წარმოშობა კი, ალბათ, 100-80 ათასწლეულს განეკუთვნება. ქვის დამუშავების ტექნიკისათვის დამახასიათებელია დისკოსებრი და ერთფუძიანი ნუკლეუსები (გულგულები), რომელთაგანაც მიღებულია საკმაოდ ფართო ანატკეცები. ამ ანატკეცებიდან ნაპირების რეტუშით მზადდებოდა სხვადასხვა იარაღი (სახოკები, წვეტანები, სახვრეტები, დანები და სხვა). ძვლის დამუშავება სუსტადაა განვითარებული.
ხაზი 6:
 
[[საქართველო]]ში მუსტიეური ხანის 200-ზე მეტი ძეგლია. მათ შორის სტრატიფიცირებული, ძირითადად ღავმოყრილია რიონ-ყვირილის აუზში და ისტორიულ [[შიდა ქართლი]]ს ტერიტორიაზე ([[სამხრეთ ოსეთი]]ს ჩათვლით). გამოიყოფა 4 კულტურა:
 
* [[წოფი]];
*[[ცუცხვათის მღვიმეთა ჯგუფი]];
*[[ჯრუჭულა, კუდაროს მუსტიეს კულტურა]];
Line 12 ⟶ 13:
 
მუსტიეს კულტურის მატარებელი იყვნენ ნე ანდერტალელები. ისინი ცხოვრობდნენ [[მღვიმე]]ებში და ღია ცის ქვეშ, ზოგჯერ მამონტის ძვლისა და ტყავისაგან ნაგებ შენობებში. ნადირობდნენ მამონტზე, მღვიმის დათვზე და სხვა. ეწეოდნენ აგღეტვე შემგროვებლობას. ნეანდერტალელთა სამარხების გაჩენა პირველყოფილი რელიგიის ჩასახვაზე მეტყველებს.
 
==ლიტერატურა==
*''Григорьев Г. П.'', Начало верхнего палеолита и происхождение Homo sapiens Л., 1968;
*''Ефименко П. П.'', Первобытное общество, 3 изд., К., 1653;
* ქსე, ტ. 7, გვ. 211, თბ., 1984
 
[[კატეგორია:ქვის ხანა]]
 
[[cs:Střední paleolit]]