მუშათა თეატრები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''მუშათა თეატრები''' საქართველოში: *'''თბილისის მუშათა თეატრი (...
 
+კატ.
ხაზი 5:
*'''ქუთაისის მუშა-ახალგაზრდობის თეატრი''', ეს იყო მუშა-ახალგაზრდობის მეორე თეატრი [[სსრკ]]-ში (პირველი შეიქმნა [[ლენინგრადი|ლენინგრადში]]), დაარსდა 1928 წელს ს. ცაგარეიშვილის ხელმძღვანელობით. 1930 წლიდან თეატრს ხელმძღვანელობდა ა. მიქელაძე, შემდეგ კი— შ. მანაგაძე და ვ. მურღულია. დასში ირიცხებოდნენ: დ. წულაძე, ნ. დევდარიანი, შ. კირკიტაძე, ვ. ინწკირველი, მ. კვიჟინაძე და სხვები. დაიდგა კორნეჩუკის „ესკადრის დაღუპვა“, მიკიტენკოს „ჩვენი ქვეყნის ქალიშვილები“ და სხვა. იარსება 1936 წლამდე.
*'''თბილისის მუშა-ახალგაზრდობის თეატრი''', დაარსდა 1929 წელს. დასში შედიოდნენ: გ. ურუშაძე, დ. ბაქრაძე, დ. ცხკაია, ბ. კრავეიშვილი, პ. ბალანჩივაძე და სხვები. თეატრის ხელმძრვანელი იყო გ. შავგულიძე, დადგეს შ. მანაგაძისა და ს. ჩიქოვანის „641“, ფ. კნორის „განგაში“ და სხვა სპექტაკლები. იარსება 1933 წლამდე.
 
==ლიტერატურა==
*''ლაშხია ნ.'', ქსე, ტ. 7, გვ. 216, თბ., 1984
 
[[კატეგორია:საქართველოს თეატრები]]