მუშური (სიმღერა): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''მუშური''', სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული ქ...
 
+კატ.
ხაზი 1:
'''მუშური''', სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული ქართული ხალხური კოლექტიური შრომის [[სიმღერა]]. გავრცელებულია [[ქართლი|ქართლსა]] და [[კახეთი|კახეთში]]. იშვიათად გვხვდება [[რაჭა|რაჭულ]] და [[იმერეთი|იმერულ]] მუსიკალურ ფოლკლორში. მუშური ორ და სამხმიანი სიმღერაა. ფორმის, სტრუქტურის, რიტმ-ინტონაციის ნაირსახეობა, ვარიანტულობა, მეტრის ცვალებადობა დაკავშირებულია შრომის პროცესის ხასიათსა და თავისებურებებთან ([[მკა|მკის]], [[თიბვა|თიბვის]], თოხნის, ბარვის პროცესი, ყურძნის დაწურვა) შრომის სხვა სიმღერებისაგან განსხვავებით, მუშური სრულდებოდა როგორც მუშაობის პროცესში, ისე მუშაობის დაწყებამდე, შესვენებისას და მუშაობის დამთავრების შემდეგაც, სახლში დაბრუნებისას. სიტყვიერი ტექსტი ნებისმიერია - ზოგი აგებულია მხოლოდ შეძახილებზე („ჰარი არალო, არალალო“...) ზოგი ასახავს შრომის პროცესს („გავლესოთ, ძმებო, ნამგალი, პური შეგვქმნია სამკალი“...); ვხვდებით აგრეთვე ლირიკულ სატრფიალო ლექსებს („ნეტა, ქალო, მომხილავო, რამ შეგქმნა და რამ დაგხატა...“). საერთოდ, მუშურს მღეროდნენ [[ნადი]]ს (აღმოსავლეთ საქართველოში [[მამითადი]], [[ნაცვალგარდი]], [[მოდგამი]]) დროს. სამხმიან მუშურს ასრულებს 2 [[მთქმელი]] მორიგეობით, ხან პარალელურად ჰარმონიული ბანის ფონზე. ორხმიანი მუშურის მელოდიას ავითარებს მთქმელი ბურდონული ბანის თანხლებით.
 
==ლიტერატურა==
*''ჩხიკვაძე გ.,'' ქსე, ტ. 7, გვ. 226, თბ., 1984
 
[[კატეგორია:ქართული ხალხური სიმღერები]]