მაჰმადი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
'''მაჰმადი''' , ''მუჰამადი'' ([[არაბ.]]: محمد მუჰამმადუნ) (დ. დაახლ. [[570]] — გ. [[632]], [[მედინა]]) [[ისლამი|ისლამის]] დამაარსებელი, რელიგიური მქადაგებელი და პოლიტიკური მოღვაწე. მუსლიმანური ტრადიციის და ყურანის მიხედვით, ალაჰის უკანასკნელი მოციქული, უდიდესი წინასწარმატყველი.
 
ტრადიციული მუსლიმანური ბიოგრაფების მიხედვით მუჰამედი დაიბადა 570 წელს [[მექა|მექაში]] და გარდაიცვალა 632 წლის 8 ივნისს [[მედინა|მედინაში]], თანამედროვე [[საუდის არაბეთი|საუდის არაბეთის]] ჰეჯაზის რეგიონში. სახელი ''მაჰამადიმაჰმადი'' არაბულად ნიშნავს "განდიდებულს". ისლამში მუჰამედი ცნობილია როგორც "წინასწარმეტყველი" და "მაცნე". ყურანი მას ასევე მოიხსენებს როგორც "წინასწარმეტყველთა ბეჭედს".
 
მაჰმადის შესახებ თანამედროვეთა ცნობები არ შემონახულა. პირველი ბიოგრაფია მხოლოდ VIII საუკუნეში დაწერა იბნისჰაკმა. მაჰმადი წარმოშობით იყო წარჩინებული, მაგრამ გაღარიბებული ბანუჰაშიმის გვარიდან, კურაიშთა ტომიდან. მაჰმადი არაბეთსა და მის ფარგლებს გარეთ გაეცნო იუდაისტურ, ქრისტიანულ მონოთეიზმს და სხვა რელიგიას, პოლიტიკურ მოძღვრებას. მდიდარი მექელი ვაჭრის ქვრივზე ხადიჯეზე ხელსაყრელმა დაქორწინებამ მაჰმადს საშუალება მისცა მთელი დრო დაეთმო თავისი რელიგიურ№ეთიკური პრობლემებისათვის. გადმოცემის მიხედვით, დაახლოებით 609 (ან 610) რამადანის თვეში, ჰირის მთაზე (მექის ახლოს) მთავარანგელოზმა ჯიბრაილმა (გაბრიელმა) მაჰმადს უკარნახა წმინდა წიგნი „ყურანი“ და დაავალა ხალხისათვის მისი გაცნობა. მაჰმადი ახალი მოძღვრებით მკაცრად ილაშქრებდა წარმართული სარწმუნოების წინააღმდეგ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მაჰმადი“-დან