ნორვეგია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 116:
[[მაგნუს ერიქსონი]]ს არჩევით ნორვეგიის ისტორია სხვა [[სკანდინავია|სკანდინავიური]] ქვეყნების ისტორიის განუყოფელი ნაწილი ხდება და დამოუკიდებელ მნიშვნელობას კარგავს. ნორვეგია შვედეთის უკან მიმყოლ ქვეყნად გადაიქცა და უამრავ ომშიც ჩაება, მათ შორის, ომში [[ჰანზა]]სთან, რომელიც ნორვეგიული ვაჭრობას განვითარებას დიდი ხნით აფერხებდა. ნორვეგიაში ხელისუფლება მოხელეთა ხელში გადავიდა, აღარ იყო არც არისტოკრატია, აღარც მუდმივი საერობო ყრილობა, თუმცა, გლეხები და ქალაქები გარკვეულ თავისუფლებებს ინარჩუნებდნენ. 1349 წელს შავი ჭირის ეპიდემია გაჩნდა, რომელმაც მოსახლეობის მესამედი იმსხერპლა. ნორვეგიელები მეფეს ითხოვდნენ და მაგნუსმა 1350 წელს თავისი 12 წლის ვაჟი ჰააკონი გაგზავნა. 1376 წელს შვედეთის სახელმწიფო საბჭომ, არსებულ დინასტიაში მამრობითი სქესის აღარარსებობის გამო, მეფედ ნორვეგიის მეფის - ჰააკონისა და მისი მეუღლის მარგარიტას ოთხი წლის ვაჟი - ოლაფი აირჩია; მარგარიტა კი მოკლე ხანში რეგენტად დაინიშნა. ამის შემდგომ, ჰანზამ [[ოლაფი]] [[დანია|დანიის]] მეფედაც აღიარა.
 
ამგვარად, სამივე სკანდინავიური სახელმწიფო გაერთიანდა. როდესაც ჰაკონ ნორვეგიელი გაირდაიცვალა 1380 წელს, [[მარგარიტა დანიელი]] ნორვეგიის რეგენტად სცნეს. მაგრამ მისი ხელისუფლება ნორვეგიაშიც და დანიაშიც ერთობ სუსტი იყო. 1387 წელს ოლაფი გარდიაცვალა და დანიისა და ნორვეგიის სეიმებმა მარგარიტა დედოფლად შერაცხეს, 1388 წელს კი ის შვედებმა შვედეთის დედოფლად გვირგვინჰყვეს. დედოფლად არჩევისას ნორვეგიამ მარგარიტა მისი დის შვილიშვილის ერიხ პომერანელის მემკვიდრედ აღიარა. 1396 წელს დანიის სეიმების გადაწყვეტილებით, ერიხს სრულწლოვანების მიღწევასთან ერთად, ორივე ქვეყნის მმართველობის სადავეები უნდა გადასცემოდა, ხოლო სკანდინავიის ქვეყნებს ურთიერთშორის ომი არ უნდა ეწარმოებინათ. თავისი მემკვიდრის მდგომარეობის გასაიოლებლად მარგარიტამ 1397 წელს კალმარში საბჭო იწვია, იმავე წლის ივნისში კი კანონი შემუშავდა კალმარის უნიად სახელდებული. უნიის საფუძველზე სამივე სკანდინავიურ ქვეყანას - დანიას, ნორვეგიას და შვედეთს ერიხის დინასტიიდან პირველშვილიანობის პრინციპით უნდა აერჩიათ მეფე; სკანდიინავიის ქვეყნებს ერთმანეთთან ომი არ უნდა ჰქონოდათ, გარე შეტევის შემთხვევაში კი ერთმანეთის უსაფრთხოება უნდა დაეცვათ. უცხო ქვეყნებთან მოლაპარაკებები ერთიანი პრინციპით უნდა წარმართულიყო. ერთ ქვეყანაში გახორციელებული დანაშაულისთვის სასჯელდებული მეორე და მესამე ქვეყანაშიც სასამართლო დევნის ქვეშ უნდა ყიყოფილიყო სასჯელის ვადის მოხდამდე. ამასთან, სამივე ქვეყანა თავიანთ განსაკუთრებულ კანონებს შეინარჩუნებდა.
კალმარის უნიას სკანდინავიისთვის კარგი არაფერი მოუტანია, რადგან სამივე ქვეყანა, მმართველი დინასტიის ნებისამებრ, გაუთავებელ საომარ მოქმედებებში იყო ჩართული. უნიამ ნორდიკულ სახელმწიფოებს უამრავი ადამიანის მსხვერპლი მოუტანა. გაუთავებელი ომებისგან წელში გაწყვეტილი უზარმაზარი სამეფოს მოსახლეობას მოზრდილი ბეგარა დააწვა კისერზე, რათა საომარი ხარჯები დაეფარა. ნორვეგიელებს, მართალია, მეფე არასდროს უნახავთ, მაგრამ, მაგრამ მისი აღმატებულების მოხელეები ხალხს ბოლო გროშებამდე ჰგლეჯდნენ. ნორვეგიელები ადგილნაცვლის გაგზავნას ითხოვდნენ თუკი მეფეს არ შეეძლო ჩასვლა. მათ უკვე აღარც საერთო სეიმი გააჩნდათ და აღარც არისტოკრატია, რომელიც სულ ცოტათი მაინც იზრუნებდა ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობაზე. მათი თხოვნა ყურად არავინ იღო. „ჩვენ უცხოტომელი ფოხტები გვმართავენ, აღარც წესრიგი შეგვარჩინეს, არც ადგილნაცვალი, საკუთარი ბეჭედიც კი არ გაგვაჩნია და ბეჭდის დასასმელად საზღვარსგარეთ გვიხდება გამგზავრება“-ასეთია ნორვეგიელთა 1420 წლით დათარიღებული საჩივარი.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნორვეგია“-დან