ცხრა ძმა ხერხეულიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
 
No edit summary
ხაზი 1:
'''ცხრა ძმა ხერხეულიძე''', [[მარაბდის ბრძოლა 1625|მარაბდის ბრძოლაში]] (1625 წლის 1 იანვარი) გმირულად დაღუპული მებრძოლები. გადმოცემით, დაკრძალული არიან იქვე, [[ძველი მარაბდა|სოფ. ძველი მარაბდის]] განაპირას წმ. მარინეს ეკლესიის მახლობლად. ცხრა ძმა ხერხეულიძის მამაცური თავდადების ამბავი ფართოდ არის ასახული ქართულ ზეპირსიტყვიერებაში.
 
მცირერიცხოვან ქართველთა სიმამაცემ ყიზილბაშები უკუაქცია, მაგრამ გამოცდილმა მთავარსარდალმა [[ისა-ხანი|ისა-ხან ყორჩიბაშმა]] არ დათმო ბრძოლა. ამასობაში აზერბაიჯანის ბეგლარბეგი შაჰ-ბენდე-ხანიც მივიდა მაშველი რაზმით... ქართველები შედრკნენ. ამას ზედ დაემატა ერთი საბედისწერო შემთხვევაც: მტრის ხელით მკერდშელეწილი დაეცა თეიმურაზ მუხრანბატონი. მეფის სიკვდილი ხომ ომის დასასრულს ნიშნავდა. გვიან მიხვდნენ ქართველები საბედისწერო შეცდომას. შეთხელდა ივერიელთა რიგები. გულგანგმირულნი დაეცნენ: დავით ჯანდიერი, აღათანგ ხერხეულიძე, ბაადურ ციციშვილი, ეპისკოპოსნი - რუსთველი და ხარჭაშნელი.
 
ცხრა ძმა ხერხეულიძის ხელში გადაინაცვლა ქართულმა დროშამ, ცხრა ძმა გმირულად დაეცა მარაბდის ველზე, შემდეგ ნაბოლარამ - ერთადერთმა დამ იპყრა ხელთ დიდგორსა და ბასიანში გამოვლილი დროშა და როცა იმანაც ჩაიმუხლა, დედამ აღმართა ქართველთა უკვდავების სიმბოლო.
 
გარიჟრაჟზე დაწყებული ბრძოლა გვიან ღამით ქართველთა მარცხით დამთავრდა.
 
ბრძოლის ველზე მკერდგანგმირული იწვა ქრისტეს და მამულისთვის თავდადებული ცხრა ათასი ქართველი, მათ შორის: დავით ჯანდიერი, აღათანგ ხერხეულიძე, თეიმურაზ მუხრანბატონი, ბაადურ ციციშვილი, ეპისკოპოსები - რუსთველი და ხარჭაშნლი, ცხრა ძმა ხერხეულიძე, დედა მათი და ერთადერთი და, ცხრა მაჩაბელი, შვიდი ჩოლოყაშვილი... საქართველოს ეკლესიამ წმიდანებად შერაცხა რჯულისა და მამულისათვის თავდადებული მამულიშვილები.
 
 
==ლიტერატურა==
„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.
 
{{საქართველოს ისტორია}}
 
[[კატეგორია:ქართველები]]