აბას I (ირანი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: az:I Abbas Səfəvi
No edit summary
ხაზი 12:
აბას I დამპყრობლურ საგარეო პოლიტიკას ატარებდა. [[1601]]-[[1602]] წლებში დაიპყრო ბაჰრეინის კუნძულები. ოსმალეთთან ომების შედეგად ([[1603]]-[[1612]], [[1616]]-[[1618]], [[1623]]) აღადგინა ირანის ბატონობა ამიერკავკასიასა და ერაყში. [[1597]] უზბეკებს წაართვა ხორასანი, [[1622]] დიდ მოგოლებს - ყანდარი. დიდ ყურადღებას აქცევდა აბრეშუმით ვაჭრობას, რაც შაჰის ხაზინის მონოპოლია იყო. ცდილობდა აბრეშუმის ექსპორტი ევროპაში აეცდინა ოსმალეთის საქარავნო გზებისათვის და სპარსეთის ყურით წარემართა. [[1622]] ოსტინდოეთის ინგლისის კომპანიის ფლოტის დახმარებით პორტუგალიელებს წაართვა კუნძული ჰორმოზი (კუნძულის არებას ხელმძღვანელობდა [[იმამყული-ხანი|იმამყული-ხან უნდილაძე]]).
 
აბას I-ის საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა საქართველოს საკითხს. ამიერკავკასიაში ბატონობის უზრუნველსაყოფად აბას I-ს აუცილებლად მიაჩნდა ქართლ-კახეთის ქრისტიანული სამეფოების ყიზილბაშურ-მაჰმადიანურ სახანოებად გადაქცევა. [[1614]], [[1616]], [[1617]] ირანის ლაშქარი აბას I-ის მეთაურობით სამჯერ შემოესია ქართლ-კახეთს და ააოხრა ([[აბას I-ის ლაშქრობანი საქართველოში]]), [[1624]] წელს აბას I-ის ბრძანებით იმამ-ყული-ხან უნდილაძემ სასტიკად აწამა კახეთის დედოფალი ქეთევანი, [[1625]] წელს კი აჯანყებული ქართველების წინააღმდეგ [[ისა-ხანი|ისა-ხან]] ყორჩიბაშის სარდლობით კვლავ დიდი ლაშქარი გამოგზავნა ([[მარაბდის ბრძოლა 1625]], [[სააკაძე, გიორგი]]). ქართველთა აჯანყებებმა [[1615]], [[1625]] ([[მარტყოფის ბრძოლა 1625]]) და შეუპოვარმა წინააღმდეგობამ აბას I-ის გეგმები ჩაშალა. შაჰი იძულებული გახდა საქართველოს მიმართ კომპრომისული პოლიტიკის გზას დასდგომოდა. აბას I-ის დროს ირანს გაცხოველებული სავაჭრო-ეკონომიური და დიპლომატიური ურთიერთობა ჰქონდა დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებთან.
 
აბას I-ის დროს ირანი პოლიტიკურად ძალზე გაძლიერდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აბას_I_(ირანი)“-დან