კაბუკის ჟანრი ჩამოყალიბდა ხალხური ცეკვისა და სიმღერის საფუძველზე XVII საუკუნის მიჯნაზე [[იაპონია|იაპონიაში]]. ფუძემდებლად ითვლება [[იზუმოიძუმო ნო ოკუნი|იზუმოიძუმო ნო ოკუნი]], რომელმაც 1602 წელს ქალაქ [[კიოტო|კიოტოს]] მახლობლად, პირველად წამოიწყო თეატრალიზირებული ცეკვის ახალი სტილი. ახალმა ჟანრმა პოპულარობა ძალზედ მალე მოიხვეჭა და ოკუნის იმპერატორის სასახლეშიც კი იწვევდნენ. პარალელურად იქმნებოდა ახალი დასები, რომლებიც კონკურენციას უწევდნენ ერთმანეთს და რაც ხელს უწყობდა კაბუკის თეატრის ჩამოყალიბებას. თავდაპირველად დასები მხოლოდ სუსტი სქესის წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული და თეატრში დადგმული სცენები უხეშობით და გარყვნილობით გამოირჩეოდა. მრავალი მსახიობი ქალი ამორალურ ცხოვრებას ეწეოდა, რის გამოც კაბუკის ხშირად მოიხსენიებდნენ როგორც (იაპ. 歌舞妓, "მომღერალი და მოცეკვავე კურტიზანების თეატრი").