გიორგი წერეთელი (ენათმეცნიერი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
 
No edit summary
ხაზი 1:
'''გიორგი ვასილის ძე წერეთელი''' (* [[8 ოქტომბერი]]/[[21 ოქტომბერი]], [[1904]], ახლანდელი [[თიანეთი|დაბა თიანეთი]] ― † [[9 სექტემბერი]], [[1973]], [[თბილისი]]), [[ქართველები|ქართველი]] ენათმეცნიერი, აღმოსავლეთმცოდნე, ქართული აღმოსავლეთმცოდნეობის სკოლის ფუძემდებელი, პროფესორი ([[1942]]), [[საქართველოს მეცნიერებათა აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის]] აკადემიკოსი ([[1946]]), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ([[1968]]), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე ([[1961]]), პოლონეთის ორიენტალისტთა საზოგადოების საპატიო წევრი ([[1966]]), დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამეფო სააზიო საზოგადოების საპატიო წევრი ([[1964]]).
 
==ბიოგრაფია==
1927 წელს დაამთავრა თსუ-ის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის ლინგვისტური განყოფილება. 1928 წელს ჩარიცხეს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტად ლენინგრადში, სადაც დასპეციალდა ორიენტალისტიკის სხვადასხვა დარგში. ლენინგრადის ცოცხალ აღმოსავლურ ენათა ინსტიტუტში მიიწვიეს არაბული ენის დოცენტად (1932). 1933 დაბრუნდა თბილისში და სათავეში ჩაუდგა სამეცნიერო კადრების მომზადებას სემიტოლოგიის სხვადასხვა სფეროში. ხელმძღვანელობდა ახლო აღმოსავლეთის ენათა განყოფილებას ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტში (ენიმკი, 1936). [[1942]] წელს თსუ-ში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.
 
წერეთლის ინიციატივით დაარსდა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, სემიტოლოგიის კათედრა (1945) და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი (1960). 1957-1967 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზ. მეცნიერულ განყოფილებას. 1967-1970 წლებში საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი და სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე აკადემიის პრეზიდიუმის წევრი იყო.
 
წერეთლის სამეცნიერო კვლევის სფეროა არაბული ენათმეცნიერება და ფოლკლორი, ებრაისტიკა და არამეისტიკა, ახლო აღმოსავლეთის ძველი ენები და დამწერლობათა ისტორია, ქართველური ენათმეცნიერება, ქაეთული და შედარებითი ლექსთწყობის საკითხები, თეორიული ლინგვისტიკის პრობლემები.
 
წერეთლის შტუდიებმა არაბისტიკის დარგში ახალი პერსპექტივები გადაუშალა ამ მეცნიერებას. აღსანიშნავია მისი გამოკვლევები შუა აზიის მანამდე უცნობ დიალექტებზე ("შუა აზიის არაბული დიალექტები, I. ბუხარული დიალექტი", თბილისი, 1956, რუსულ ენაზე). მსოფლიო სემიტილოგიაში უმნიშვნელოვანეს მოვლენად ითვლება წერეთლის მიერ წამოწყებული სამუშაო არმაზში აღმოჩენილი წარწერების ამოკითხვისა და კვლევის საქმეში. ამ დარგს მიუძღვნა მან გამოკვლევები "არმაზის ბილინგვა" (თბილისი, 1941) და "არმაზული წარწერა მითრიდატე იბერიელის ხანისა" (მოსკოვი, 1962). ეს გამოკვლევები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სემიტური დამწერლობების ისტორიისათვის, დადგინდა არამეული დამწერლობის ახალი სახეობა, რომელიც მევნიერებაში "არმაზის არამეულის" სახელწოდებით დამკვიდრდა. წერეთლის მიერ შესწავლილ არმაზის არამეულ წარწერებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ როგორც აღმოსავლურ-არამეული დამწერლობისა და მის განშტოებათა ისტორიის შესწავლისათვის, ისე იბერიის კულტურულ-ისტორიულ პრობლემათა და ქართული ანბანის წარმოშობის შესწავლისათვის. ქართული კულტურის ისტორიისათვის ფასეულია წერეთლის მონოგრაფია "უძველესი ქართული წარწერები პალესტინიდან" (თბილისი, 1960), აგრეთვე გამოკვლევა "მცხეთის ბერძნული წარწერა ვესპასიანეს ხანისა" (თბილისი, 1958).
 
წერეთელს წვლილი მიუძღვის ძველი აღმოსავლური ენების შესწავლაში ("საქართველოს მუზეუმის ურარტული ძეგლები", თბილისი, 1939). თეორიული ლინგვისტიკის დარგში აღსანიშნავია მისი გამოკვლევა: "ენობრივი ნათესაობისა და ენობრივ კავშირთა შესახებ" ("Вопросы языкознания", 1968, N 3), რომელშიც განვითარებულია ახალი თვალსაზრისი ენათა "შენათესავების" შესახებ, რასაც მან ენათა "ალოგენეტური ურთიერთობა" უწოდა ([[ალოგენეტური თეორია]]).
 
დიდია წერეთლის ღვაწლი ვეფხისტყაოსნის კრიტიკის ტექსტის დადგენის საქმეში. ამ დარგში გამოქვეყნებულ შრომათაგან აღსანიშნავია მონოგრაფია "მეტრი და რითმა ვეფხისტყაოსანში" (1973). წერეთელი დაჯილდოებულია 2 [[შრომის წითელი დროშის ორდენი|შრომის წითელი დროშის ორდენით]], [[საპატიო ნიშანი|საპატიო ნიშნის ორდენითა]] და მედლებით.
 
 
 
{{ბიოგრაფია}}