'''ნიდერლანდის ბურჟუაზიული რევოლუცია''' ([[ნიდნიდერ.]]: Tachtigjarige Oorlog — «ოთხმოცწლიანი ომი») — ომი [[ნიდერლანდი]]ს მიწებსა და [[ესპანეთი]]ს მეფეს შორის, რომელიც 1568-1648 წლებში მიმდინარეობდა. რევოლუციის შედეგად [[საღვთო რომის იმპერია]]მ შვიდი გაერთიანებული პროვინციის დამოუკიდებლობა ცნო. ოლქებმა, რომლებსაც დღეს [[ბელგია]] და [[ლუქსემბურგი]] ეწოდება (იმ ჩვიდმეტთაგანი, რომლებიც [[ჰაბსბურგები]]ს განკარგვაში დარჩა), სამხრეთ ნიდერლანდების სახელი მიიღეს. შეიქმნა [[ნიდერლანდი|ჰოლანდიის რესპუბლიკა]].