შამილ ბასაევი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 33:
 
== ბასაევი აფხაზეთის ომში ==
[[2002]] წლის [[20 თებერვალი|20 თებერვლის]] გაზეთ ”საქართველოს რესპუბლიკის” #42-ში დაიბეჭდა საინფორმაციო სააგენტო ”საქინფორმი”-ს მიერ გავრცელებული ცნობა: ”საქართველოს შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროების შესაბამისი სტრუქტურები [[1996]] წლიდან ეძებენ შამილ ბასაევს, რომელსაც ბრალად ედება 1992-1993 წლების პერიოდში აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული მოქმედება”,-განაცხადა [[19 თებერვალი|19 თებერვალს]] საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ნუგზარ გაბრიჩიძემ. თბილისში გამართულ პრეს-კონფერენციაზე მან თქვა, რომ ჯერ კიდევ [[1996]] წელს გაიცა შ.ბასაევის დაპატიმრების სანქცია, მაგრამ იმის გამო, რომ ვერ დადგინდა მისი ზუსტი ადგილსამყოფელი, დაიწყო მისი ძებნა. გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რომ ”შ.ბასაევის დაკავების შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის წინააღმდეგ მისი მოქმედების შესახებ სისხლის სამართლის საქმე გადაეცემა სასამართლოს”,- განაცხადა მან. ნ.გაბრიჩიძემ აღნიშნა, რომ ამ საქმის მასალებში ”არის უამრავი ნივთიერი მტკიცებულება, რომლებიც მოწმობს აფხაზეთში შ.ბასაევის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას”.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შამილ_ბასაევი“-დან