მტკვარ-არაქსის კულტურა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 5:
მეურნეობის განვითარებამ და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებამ ხელი შეუწყო მოსახლეობის ზრდას. ძვ. წ. IV ათასწლეულის ბოლოსათვის მტკვარ-არაქსის კულტურის მქონე ტომებმა თითქმის მთელი ამიერკავკასია დაიკავეს. ინტექსიურად აითვისეს არარატის ველი, მილისა და ყარაბაღის მხარე, შიდა ქართლის ვაკე, ქვემო ქართლის ბარი და სხვა მხარეები. სამოსახლოდ აირჩიეს მიწათმოქმედებისათვის ვარგისი ადგილები მდინარეების მახლობლად, მთის ტერიტორიაზე, პლატოებზე და ადგილები. თანდათან დაიწყო ამ კულტურის ლოკალური ვარიანტების ჩამოყალიბების პროცესი. შესწავლილია ამ ხანის ნასოფლარები [[საქართველო]]ში ([[ქვაცხელები]] და [[ამირანის გორა]]), [[სომხეთი|სომხეთში]] ([[შენგავითი]]), აზერბაიჯანში ([[ქიუთეფე]]), ირანის აზერბაიჯანში ([[გოითეფე]], [[იანიქთეფე]]), თურქეთში ([[ქარაზ]]ი, [[ფულურუ]]) და სხვა.
 
ძვ. წ. III ათასწლეულის დასაწყისიდან შეინიშნება მტკვარ-არაქსის კულტურის მკვეთრი აღმავლობა. ეს პერიოდი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფეხურია ამიერკავკასიაში მოსახლე ტომების ისტორიაში. საბოლოოდ ამ დროს უნდა ჩამოტალიბებულიყო კავკასიის მოსახლეობის ძირითადი ეთნიკური ჯგუფები. მტკვარ-არაქსის კულტურის ტომები ფართოდ გავრცელდნენ ამიერკავკასიის ფარგლებს გარეთაც. დაიკავეს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით კავკასია გროზნოს მხარის ჩათვლით, სამხრეთით — თითქმის მთელი აღმოსავლეთი ანატოლია, ურმიისპირეთი და სხვა. მტკვარ-არაქსის კულტურის აყვავების ხანაში თანდათან დაიშალა ამ კულტურის ერთიანი ხასიათი და ამიერკავკასიაში ჩამოყალიბდა 2 ლოკალური ვარიანტი: პირველი მოიცავდა თითქმის მთელ აღმოსავლეთ საქართველოს, მისი ცენტრი იყო შიდა ქართლი, მეორე — [[არარატის ველი|არარატის ველს]] მიმდებარე ოლქებითურთ. ამ ვარიანტებში ჯერ კიდევ იგრძნობა მტკვარ-არაქსის კულტურაის საერთო ტრადიციების ნიშნები. შიდა ქართლში გათხრილია ამ დროის რამდენიმე ნამოსახლარი (ქვაცხელები, [[ხიზაანთ გორა]], [[გუდაბერტყა]], ამირანის გორა და სხვა). ამ ნასოფლარებზე ცხოვრება რამდენიმე თაობის მანძილზე საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობდა. ნამოსახლარების დაგეგმარება თითქმის არ იცვლება. ამ დროის შიდა ქართლის სოფლისათვის ძირითადად დამახასიათებელია სწორკუთხა ფორმის კუთხეებმომრგვალებული სახლი, რომელიც ხის კარკასზე იყო ნაგები. შიდა გარე პირი თიხით იყო შელესილი, გადახურვა ბანური ჰქონდა. მტკვარ-არაქსის კულტურის გავრცელების სხვა ადგილებში ამ ტიპის შენობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის. თავისებულია შიდა ქართლისათვის დამახასიათებელი კერამიკა, რომელიც გამოირჩევა დახვეწილი ფორმებით. თავისებურია აგრეთვე ჭურჭლის შემკობაც. თითქმის წრება რელიეფური ორნამენტი, ვრცელდება გრაფიკული მორთულობა.
 
შიდა ქართლში ჩამოყალიბებული მტკვარ-არაქსის კულტურის განვითარებული ეტაპი ფართოდ გავრცელდა საქართველოში. მსგავსება ჩანს იორ-ალაზნის აუზის ძეგლებზე გამოვლენილ მასალებში, [[თრიალეთი]]სა და მესხეთ-ჯავახეთის მაღალმთიან ზოლში, ახალციხის ქვაბულში და დასავლეთ საქართველოში. დასავლეთ საქართველოში ეს კულტურა ახლანდელი [[სამტრედიის რაიონი|სამტრედიის რაიონამდე]] ვრცელდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია [[ყვირილა|ყვირილის]] ზემო წელზე, [[საჩხერის რაიონი|საჩხერის რაიონში]] გამოვლენილი ძეგლები. ამ დროის სამაროვნებში აღმოჩენილი მასალა თითქმის არ განსხვავდება შიდა ქართლის მასალებისაგან. ამ ძეგლებზე განსაკუთრებით ჭარბობდა [[ლითონი]]ს ნივთები. როგორც ჩანს, მტკვარ-არაქსის კულტურის გვიანდელ ხანაში ყვირილის ზემო წელის აუზში ლითონის წარმოების დაწინაურებული კერა უნდა არსებულიყო.