ნიკოლოზ ლანდია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ლანდია''', ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე (* [[26 იანვარი]]. [[1919]], [[ქუთაისი]] ), ქართველი საბჭოთა ქიმიკოსი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1974), ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი(1958), პროფესორი(1958), საქართველოს სსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე(1967), 1959-იდან პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორი. სკკპ წევრი 1946-იდან. 1940 დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული(ახლანდელი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი) ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი. ლანდია მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1960-72 საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დირექტორი. 1972-81 საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, 1981-იდან ― ვიცე-პრეზიდენტი. ლანდიას ძირითადი შრომები ეხება ქიმიის თერმოდინამიკას და მისი მეთოდების გამოყენებას ქიმ.-ტექნოლ. პროცესების შესწავლისას. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის, ხალხთა მეგობრობის და საპატიო ნიშნის ორდენებითა და მედლებით.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნიკოლოზ_ლანდია“-დან