ერვინ რომელი: განსხვავება გადახედვებს შორის

(ბოტის დამატება: mr:एर्विन रोमेल)
ერვინ რომელი დაიბადა [[1891]] წლის [[15 ნოემბერი|15 ნოემბერს]] ქალაქ [[ჰაიდენჰაიმ-ან-დერ-ბრენცი|ჰაიდენჰაიმში]] ევანგელისტი პროფესორის ერვინ რომელისა და მისი მეუღლის ჰელენე ლუცის ოჯახში. ის ოჯახის მეორე შვილი იყო და იმავე წლის [[17 ნოემბერი|17 ნოემბერს]] მოინათლა. ერვინს ჰყავდა 2 ძმა, გერჰარდი და კარლი და 1 და, ჰელენე. რომელს სურდა ავიიაციის ინჟინერი გამოსულიყო, მაგრამ საბოლოოდ მამის დაჟინებით ოფიცრის კარიერა აირჩია. მან გიმნაზია [[შვებიშ გმიუნდი|შვებიშ გმიუნდში]] დაამთავრა და არმიაში დაიწყო მსახური. იგი ჩაირიცხა კადეტად მეფე ვილჰელმ I-ის №124 ინფანტერიის პოლკში ქალაქ [[ვაინგარტენი (ვიურტემბერგი)|ვაინგარტენში]].
 
[[1911]] წლის მარტში რომელმა ქალაქ [[გდანსკი|დანციგში]] სამხედრო სკოლის კადეტთა საღამოზე გაიცნო ლუცია მარია მოლინი, რომელზეც მოგვიანებით [[1916]] წელს იქორწინა. თუმც მანამდე იმავე საღამოს მას შეუყვარდა ვალბურგა შტემერი, რომელთანაც შეეძინა ქალიშვილი, გერტრუდა. ბავშვს რომელი, რაკი უკანონოდ იყო დაბადებული, თავის შვილად არ აღიარებდა და [[მესამე რაიხი]]ს პერიოდში ძმისშვილად ასაღებდა. თავის მეუღლესთან, ლუცია მოლინთან ერვინ რომელს [[1928]] წელს შეეძინა ვაჟი [[მაფრედმანფრედ რომელი]].
 
მოგვიანებით [[ნსდაპ]]-ის პროპაგანდამ გაავრცელა ისტორია თითქოს რომელი უბრალო ხელოსნის ვაჟი იყო, რომელიც პარტიაში ერთი-ერთი პირველი შევიდა. ამით პროპაგანდა მას, როგორც სამაგალითო წევრს ასაღებდა. რომელი თვითონ ყველა ხერხით ებრძოდა და ეწინააღმდეგებოდა მისი ბიოგრაფიის ასეთ დამახინჯებას.
2 887

რედაქტირება