მტკვარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
რობოტი შეცვლა: ca:Kura (Geòrgia)
No edit summary
ხაზი 1:
[[Image:Mtkvari.jpg|thumb|250px|right|მტკვარი ძველ თბილისთან]]
'''მტკვარი''' ([[აზერბ.]] Kür) - [[მდინარე]] [[თურქეთი|თურქეთში]], [[საქართველო|საქართველოსა]] და [[აზერბაიჯანი|აზერბაიჯანში]], [[სამხრეთი კავკასია|სამხრეთ კავკასიის]] მთავარი მდინარე. მისი ანტიკური სახელწოდებაა Cyrus, თურქები Kur Nehir-ს უწოდებენ, აზერბაიჯანელები - Kur-ს. სათავეს იღებს თურქეთში, ე.წ. [[სომხეთის მთიანეთი|სომხეთის მთიანეთში]], ქალაქ [[ყარსი|ყარსის]] მახლობლად, ზემოწელში მიედინება ხეობებსა და ვიწრობებში (ყველაზე ცნობილია [[ბორჯომის ხეობა]]), რომლებსაც ენაცვლება მთათაშორისი ქვაბულები და დაბლობები, თბილისის შემდეგ მისი კალაპოტი ხშირად რამდენიმე ტოტად იყოფა, ალაზანთან შეერთების შემდეგ მშრალ სტეპებში მიედინება და მინგეჩაურის შემდეგ [[მტკვარ-არაქსის დაბლობი|მტკვარ-არაქსის დაბლობზე]] გადის. შესართავიდან 236 კმ-ზე მტკვარს უერთდება სამხრეთ კავკასიის მეორე დიდი მდინარე [[არაქსი]]. [[კასპიის ზღვა|კასპიის ზღვასთან]] იგი ქმნის 100 კვ.კმ-ის ფართობის დელტას.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მტკვარი“-დან