ცხირეთის ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
(განსხვავება არ არის)

22:23, 30 მაისი 2006-ის ვერსია

ცხირეთის ციხე, შუა საუკუნეების ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში, თეძმის ხეობაში, ახლანდელი სოფ. ერთაწმინდის (კასპის რაიონი) სამხრეთ-დასავლეთით 3 კმ-ზე.

ცხირეთის ციხეს მიიჩნევენ X საუკუნის ნაგებობად. წყაროებში პირველად იხსენიება 1170. ცხირეთის ციხე ცნობილი იყო როგორც მეფეთა საზაფხულო სადგომი. 1454 ქართლის მეფე გიორგი VIII-მ ციხე ფეოდალ გამრეკელ ჯავახიშვილს გადასცა. 1609 ოსმალებმა სცადეს ცხირეთის ციხესთან გასვლა და იქ მყოფი ქართლის მეფე ლუარსაბ II-ის ხელში ჩაგდება, მაგრამ თევდორე მღვდელმა მტერს კვალი აუბნია და ცხირეთის ციხე გადაურჩა ოსმალთა თავდასხმას. ამ პერიოდში ციხე გიორგი სააკაძეს უბოძეს. 1632 აქ იდგა ქართლის მეფე როსტომი, რომელიც გავლენიან ფეოდალ ნოდარ ციციშვილის მეთაურობით თავადურ კოალიციას ებრძოდა. მანვე 1652 ცხირეთის ციხე გიორგი სააკაძის შვილს იორამ სააკაძეს დაუბრუნა.

ცხირეთის ციხე მოღწეულია გვიანი გადაკეთებით. უჭირავს დიდი ფართობი, მაღალ კედლებში დატანებული აქვს სათოფურები. აღმოსავლეთ მხრიდან მიუდგომელია. გალაცნის შიგნით საცხოვრებელი შენობების საძირკვლებია. ციხის მახლობლად ცხირეთის ნასოფლარია.