არჩილ II: განსხვავება გადახედვებს შორის

(ბოტის დამატება: fr:Artchil Ier d'Iméréthie)
არჩილ II-ის პოეტური მემკვიდრეობა მდიდარი და მრავალფეროვანია. მის უმთავრეს ნაწარმოებში - ვრცელ ისტორიულ პოემაში „[[გაბაასება თეიმურაზისა და რუსთველისა]]“ („თეიმურაზიანი“) თამარის ეპოქისა და თეიმურაზ I-ის დროს ფართო ისტორიული პანორამაა წარმოდგენილი. დიდაქტიკური-მორალისტური ხასიათის ნაწარმოებებში („საქართველოს ზნეობანი“, „ლექსნი ასნი ორმუხლნი“, „ლექსნი ასდაათნი “ და „ლექსნი ასეულნი“) არჩილ II დაკნინებული საქართველოს აღორძინების საფუძვლად სწავლა-განათლებისა და აღზრდის საკითხების მოგვარების მიიჩნევდა.
 
ე. წ. აღორძინების ხანის (XVI - XVII სს.) ქართულ მწერლობაში არჩილ II ეროვნული მიმდინარეობის მეთაურთაგანია. პოლიტიკურ ცხოვრებაში ანტისპარსული ტენდეციის გამტარებელი, იგი ასევე შეუპოვრად ებრძოდა იდეოლოგიურ სფეროში ყოველგვარ სპარულსპარსულ გავლენას, რაც მისი აზრით, წალეკვით ემუქრებოდა ქართულ კულტურულ თვითმყოფას. არჩილ II მწერლობაში ეროვნული თემატიკის გაბატონებას მოითხოვდა. ენის საკითხებში პურიზმის პოზიციას იცავდა.
 
ქართულ ლიტერატურაში სრულიად ახალ ეტაპს მოასწავებდა არჩილ II-ის ე. წ. „მართლის თქმის“ პრინციპი, რომელიც საგულისხმოა რეალიზმის ისტორიის თვალსაზრისითაც. კონკრეტული ცხოვრებისეული ფაქტებით დაინტერებასთან ერთად, იგი მწერლისაგან ამავე ფაქტების პირუთვნელსა და მიუდგომელ ასახვას მოითხოვდა.
 
არჩილ II-ს ეკუთვნის აგრეთვე „გაბაასება კაცისა და სოფლისა“, მცირე ზომის სატრფიალო ლექსთა კრებული „სამიჯნურონი“, „ანბანთქება“, „ჩარხებრ მბრუნავი ლექსი“, რელიგიური ხასიათის რამდენიმე ლექსი და სხვა. რუსეთში ყოფნისას არჩილ II-მ გალექსა ქართულად „ვისრამიანი“, რუსულიდან თარგმნა სერბიულ ენაზე დამუშავებული „[[ალექსანდრიანი]]“, მსოფლიოს ისტორია („ქრონოგრაფი“) და რამდენიმე სასულიერო შინაარსი თხზულება. რუსეთში მყოფ ქართველ მოღვაწეთა დახმარებით არჩილ II-მ დააარსა ქართული სტამბა, სადაც [[1705]] დაიბეჭდა „[[დავითნი]]“; აქვე შეუდგა სრული ქართული ბიბლიის გამოცემის სამზადისს (არჩილ II-ის მიერ მომზადებული ქართული ბიბლია დაიბეჭდა [[1743]]).
 
 
==ლიტერატურა==
ანონიმური მომხმარებელი