იდეოგრამა: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''იდეოგრამა''' (ბერძნ. ἰδέα idea "იდეა" + γράφω grafo "წერა"), გ...
(განსხვავება არ არის)

10:59, 5 სექტემბერი 2008-ის ვერსია

იდეოგრამა (ბერძნ. ἰδέα idea "იდეა" + γράφω grafo "წერა"), გრაფიკული სიმბოლო, რომელიც გამოხატავს მთელ სიტყვას ან იდეას. იდეოგრამები გამოყენებულია ისეთ ენებში, როგორებიცაა ჩინური და იაპონური. იგივე პრინციპი იყო გამოყენებული ძველ ეგვიპტურში. ხშირად ტერმინ იდეოგრამას ამჯობინებენ ლოგოგრამას.


იდეოგრამა განსხვავდება პიკტოგრამისგან, რომელიც კონკრეტულ საგანს წარმოადგენს ნახატით, და ფონოგრამისგან, რომელიც ბგერას გამოხატავს.

იდეოგრამებს მიეკუთვნება არაბული ციფრები, მათემატიკური ნიშნები და ა.შ., რომლებიც საერთოა ყველა ენაზე მოლაპარაკეთათვის. მათვე განეკუთვნება ე.წ. სიცილაკები.