ჩინური კალენდარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ჩინური კალენდარი''' -- [[ლუნისოლარული კალენდარი|ლუნისოლარული კალენდარია]] (''ლუნი'' - [[მთვარე]], ''სოლარ'' - [[მზე]]), რომელიც მიღებულ იქნა მზისა და მთვარის კალენდრების ელემენტების შერწყმით. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ჩინელები იყენებენ [[გრიგორიანული კალენდარი|გრიგორიანულ კალენდარს]] ყოველდღიური ხმარებისთვის, ჩინური კალენდარი კვლავაც გამოიყენება ისეთი ღირშესანიშნავი ტრადიციულის დღესასწაულების გამოსათვლელად, როგორიცაა, [[ჩინური ახალი წელი]] (გაზაფხულის ფესტივალი) და შუა-შემოდგომის ფესტივალი, ისევე როგორც ასტროლოგიაში - ქორწინებისთვის ან შენობის საძირკვლის ჩაყრის შესაფერისი დღის შესარჩევად. ამ კალენდარს პირდაპირი გამოყენება ყოველდღიურ საქმიანობაში აქვს მთვარის მიმდინარე ფაზის გამოსათვლელად, რაც მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეთათვის.
 
სხვა ტრადიციული აზიური კალენდრები მსგავსია, თუ არა იდენტური, ჩინური კალენდრისა: [[კორეული კალენდარი]] იდენტურია, [[ვიეტნამურ კალენდარში]] კატა ჩანაცვლებულია კურდღლით [[თორმეტ ცხოველში]], [[ტიბეტური კალენდარი]] ოდნავ განსხვავდება ცხოველთა სახელებით, ხოლო ტრადიციული [[იაპონური კალენდარი]] იყენებს განსხვავებულ გამოთვლის მეთოდს, რაც ამ ორ კალენდარს შორის უთანხმოებას იწვევს ზოგიერთ წელიწადს. ჩინური (ანუ ჩინო-უიგურული) კალენდრის ელემენტები შემოტანილ იქნა ისლამურ სამყაროში მონღოლთა შემოსევების შედეგად. თორმეტ-წლიანი ციკლი, რომელიც შეიცავდა ცხოველთა თურქულ/მონღოლურ ინტერპრეტაციას ხმარებაში შემორჩა ქრონოლოგიური, ისტორიოგრაფიული და ბიუროკრატიული მიზმებისთვის სპარსულ და თურქულ ენოვან ქვეყნებში, მცირე აზიიდან ინდოეთის ჩათვლით, შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ადრეულ ინდუსტრიულ ხანამდე. ირანში ეს სისტემა შემორჩა ადრეულ მე-20 საუკუნემდე სასოფლო-სამეურნეო და საგადასახადო აღრიცხვებში, ვიდრე [[1925]] წელს კანონით იქნა გაუქმებული (იხ. [[ირანული კალენდარი]]).