ჩინური კალენდარი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მ თარგი:ჩინეთი |
მNo edit summary |
||
ხაზი 1:
'''ჩინური კალენდარი'''
სხვა ტრადიციული აზიური კალენდრები მსგავსია, თუ არა იდენტური, ჩინური კალენდრისა: [[კორეული კალენდარი]] იდენტურია, [[ვიეტნამურ კალენდარში]] კატა ჩანაცვლებულია კურდღლით [[თორმეტ ცხოველში]], [[ტიბეტური კალენდარი]] ოდნავ განსხვავდება ცხოველთა სახელებით, ხოლო ტრადიციული [[იაპონური კალენდარი]] იყენებს განსხვავებულ გამოთვლის მეთოდს, რაც ამ ორ კალენდარს შორის უთანხმოებას იწვევს ზოგიერთ წელიწადს. ჩინური (ანუ ჩინო-უიგურული) კალენდრის ელემენტები შემოტანილ იქნა ისლამურ სამყაროში მონღოლთა შემოსევების შედეგად. თორმეტ-წლიანი ციკლი, რომელიც შეიცავდა ცხოველთა თურქულ/მონღოლურ ინტერპრეტაციას ხმარებაში შემორჩა ქრონოლოგიური, ისტორიოგრაფიული და ბიუროკრატიული მიზმებისთვის სპარსულ და თურქულ ენოვან ქვეყნებში, მცირე აზიიდან ინდოეთის ჩათვლით, შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ადრეულ ინდუსტრიულ ხანამდე. ირანში ეს სისტემა შემორჩა ადრეულ მე-20 საუკუნემდე სასოფლო-სამეურნეო და საგადასახადო აღრიცხვებში, ვიდრე [[1925]] წელს კანონით იქნა გაუქმებული (იხ. [[ირანული კალენდარი]]). ჩინეთში მშობლიურ კალენდრად ითვლება ე.წ. "ფერმერთა კალენდარი" (農曆 ნონგლი), რაც განსხვავდება "საერო კალენდრისაგან" (公曆 გონგლი), ან "დასავლური კალენდრისგან" (西曆 ხილი). ჩინური კალენდარი ასევე იწოდება "ძველ კალენდრად" (舊曆), ახალი (新曆) ანუ გრიგორიანული კალენდრის შემოღების და ოფიციალურად დამტკიცების შემდეგ.
|