ნიკოლოზ ლანდია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ლანდია''' (* [[26 იანვარი]]. [[1919]], [[ქუთაისი]] ― † ....), [[ქართველები|ქართველი]] საბჭოთა ქიმიკოსი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ([[1974]]), ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი ([[1958]]), პროფესორი ([[1958]]), საქართველოს სსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე ([[1967]]), [[1959]]-იდან პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორი. სკკპ წევრი [[1946]]-იდან.
 
[[1940]] დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული (ახლანდელი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი) ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი. ლანდია მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე. [[1960]]-[[1972]] საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დირექტორი. [[1972]]-[[1981]] საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, 1981-იდან ― ვიცე-პრეზიდენტი. ლანდიას ძირითადი შრომები ეხება ქიმიის თერმოდინამიკას და მისი მეთოდების გამოყენებას ქიმიურ-ტექნოლოგიურ პროცესების შესწავლისას. დაჯილდოებულია [[შრომის წითელი დროშის ორდენი|შრომის წითელი დროშის]], [[ხალხთა მეგობრობის ორდენი|ხალხთა მეგობრობის]] და [[საპატიო ნიშნის ორდენინიშანი|საპატიო ნიშნის]] ორდენებითა და მედლებით.
 
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნიკოლოზ_ლანდია“-დან